კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1. ზოგადი პირობები
1.1. წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკა განსაზღვრავს, თუ როგორ ახორციელებს შპს ,,ბიოგრაფი“ (შემდგომში – “კომპანია”) აპლიკაციაში რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მათ კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
1.2. კომპანიის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონმდებლობის შესაბამისად.
1.3. აპლიკაციის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და მასში განსაზღვრულ მონაცემთა დამუშავების წესებსა და პირობებს.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები
კომპანია ახორციელებს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებისთვის:
• თქვენზე მორგებული სერვისების/პროდუქტების შეთავაზება/მიწოდება;
• მომხმარებელთა კმაყოფილების და მომსახურების ხარისხის კონტროლი.
3. მონაცემთა კატეგორიები, რომლებიც მუშავდება
კომპანიამ შესაძლებელია დაამუშაოს თქვენი (მომხმარებლის) შემდეგი კატეგორიის პერსონალური მონაცემები:
3.1. პირადი მონაცემები:
• სახელი, გვარი;
• პირადი ნომერი;
• ტელეფონის ნომერი;
• ელექტრონული ფოსტა;
• უძრავი ქონების მახასიათებლები (მისამართი, სართული, ბინის ნომერი, საერთო ფართი).
3.2. გადახდის შესახებ ინფორმაცია
• სადებეტო/საკრედიტო ბარათის პირველი 6 ან/და ბოლო 4 ციფრი;
• ბარათის მფლობელის სახელი და გვარი;
• ოპერაციის უნიკალური კოდი და ტრანზაქციის დეტალები;
• გადახდის დადასტურება (გადახდა ხორციელდება პროვაიდერების მეშვეობით).
3.3. აპლიკაციაში შესასვლელად გამოყენებული ინფორმაცია
• IP მისამართი;
• ოპერაციული სისტემა;
• ბრაუზერის ტიპი.
3.4. მომხმარებლის აქტივობა
• აპლიკაციის გამოყენების ისტორია;
• შესყიდული მომსახურების ღირებულებისა და გადახდის ოპერაციები.
აპლიკაციაში რეგისტრაციისთვის სავალდებულოდ მისათითებელი მონაცემებია:
· სახელი და გვარი;
· პირადი ნომერი;
· ტელეფონის ნომერი.
4. მონაცემთა შენახვის ვადა
ნებისმიერი საფუძვლით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის შემდეგ, კომპანია იტოვებს უფლებას მოახდინოს პერსონალური მონაცემების დეპერსონალიზაცია და ამ ფორმით მათი შენახვა ანალიტიკური/სტატისტიკური მიზნებისთვის.
მომხმარებლის პერსონალური მონაცემები კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად შეინახება არაუმეტეს 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში – შესაბამისი დავის დასრულებამდე.
5. კონფიდენციალობისა და უსაფრთხოების ზომები
5.1. კომპანია უზრუნველყოფს უსაფრთხოების სათანადო ზომებს და პროცედურებს, რათა დაიცვას თქვენი (მომხმარებლის) პერსონალური მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, არასწორი გამოყენებისა და გამჟღავნებისგან, ასევე, უკანონო განადგურებისგან ან შემთხვევითი დაკარგვისგან.
5.2. თქვენ (მომხმარებელი) პასუხისმგებელი ხართ კომპანიისთვის მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე და ვალდებული ხართ საჭიროების შემთხვევაში შეასწოროთ ან წაშალოთ არასწორი მონაცემები.
5.3. თუ კომპანიას გაუჩნდება ეჭვი თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორესთან დაკავშირებით, კომპანიას შეუძლია დროებით შეუჩეროს მომხმარებლისთვის სერვისების მიწოდება, სანამ მონაცემების სიზუსტე არ დადასტურდება.
6. მომხმარებლის უფლებები
6.1. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ:
• საკუთარი პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობა;
• მონაცემთა რედაქტირება, განახლება ან შესწორება;
• მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, ან წაშლა.
6.2. მონაცემთა გაუქმების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა მიმართოთ კომპანიას, წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მითითებულ საკონტაქტო მონაცემზე.
7. მონაცემთა გადაცემა მესამე პირებზე
7.1. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გადაეცეს მესამე პირებს, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ შორის:
• კონტრაქტორებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კომპანიისთვის მომსახურების შესრულებას;
• საქართველოს რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებს ან ადმინისტრაციულ ორგანოებს;
• სამართალდამცავ ორგანოებს, სასამართლოებსა და არბიტრაჟზს.
7.2. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის დარღვევაზე.
8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
კომპანია არ აგებს პასუხს თქვენი პერსონალური მონაცემების შესაძლო დაკარგვაზე/გამჟღავნებაზე, თუ აღნიშნული განხორციელდა შემდეგი მიზეზით:
• თქვენი (მომხმარებლის) მხრიდან ადგილი აქვს უსაფრთხოების წესების დარღვევას;
• განხორციელდება კომპიუტერული ან კიბერშეტევა, რომელსაც კომპანია ვერ აკონტროლებს/ვერ გააკონტროლებს;
• თქვენს ელექტრონულ მოწყობილობაზე მოიპოვებს წვდომას არაუფლებამოსილი პირი.
9. მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ცვლილება
9.1. წინამდებარე პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს კანონმდებლობის, ან კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ცვლილებების შესაბამისად;
9.2. ცვლილებების შესახებ მომხმარებელს ეცნობება აპლიკაციაში შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნებით;
9.3. თუ თქვენ არ დაეთანხმებით ცვლილებებს, უფლებამოსილი ხართ ანგარიში გააუქმოთ და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების წაშლა.
11. თანხმობა
აპლიკაციაში რეგისტრაციით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებს.
12. საკონტაქტო ინფორმაცია
ნებისმიერი კითხვის, მოთხოვნის, ან მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ მისამართებზე:
კომპანიის დასახელება: ბიოგრაფი
მისამართი: მიხეილ თამარაშვილის ქუჩა #13, თბილისი
ელ. ფოსტა: [email protected]
ტელეფონი: 032 250 05 05
უკან