ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ინდუსტრიაში
ბიოგრაფი აერთიანებს სხვადასხვა კომპეტენციისა და გამოცდილების ადამიანებს. მათი პროფესიონალიზმი, გუნდურობა და მაღალი პასუხისმგებლობა წარმატების გარანტიაა. ბიოგრაფის გუნდი პასუხობს ნებისმიერი სირთულის გამოწვევას და ქმნის სრულიად ახალ სტანდარტს უძრავი ქონების მიმართულებით.
ბიოგრაფის განვითარების მოდელი გრძელვადიანი ხედვა და სწორად აღქმული ურბანული განახლებაა, რაც, თავის მხრივ, აჯანსაღებს დეველოპერულ ინდუსტრიას. პროფესიონალიზმი, სწორად დაგეგმილი პროცესები, ბრენდის ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა განსაზღვრავს და აყალიბებს კომპანიის მთავარ ღირებულებებს.
ბიოგრაფის მიზანია, შექმნას თანამედროვე, კომფორტული საცხოვრებელი გარემო ქალაქის ცენტრალურ უბნებში. ეს იქნება ადგილები, სადაც დაიბადება ახალი ურთიერთობები, ახალი ბიოგრაფიები, განსაკუთრებული საცხოვრებელი სივრცეები მობინადრეების ისტორიებით, ერთგვარი არქივით მომავალი თაობებისთვის - მათი ბიოგრაფიის ნაწილი.
უკან
