საკენი

პროექტის აღწერა

საკენი 38 სართულიანი შენობაა, რომელიც შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან: საცხოვრებელი, კომერციული, საოფისე. სამივე მათგანს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი და ლობი. 



მრავალფუნქციურობა

Საკენი, გამორჩეული მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მომხმარებელს სრულიად ახალ და მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს. ეს არის გონივრულად დაგეგმარებული სივრცე -  ყველა დეტალი კომფორტულ და მოხერხებელ ცხოვრების სტილზეა გათვლილი.


საკენის უპირატესობა საჭირო და მნიშვნელოვანი ობიექტების ერთ სივრცეში განთავსებაა, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს დროსა და ენერგიას, ამცირებს ხარჯებს და  კონცენტრირებულს ხდის ჩვენს ყოველდღიურობას.

საკენის საერთო მოხმარების სივრცები გამოირჩევა ფუნქციური მრავალფეროვნებით.


განტვირთვისა და დასვენებისთვის მოწყობილი 2000 კვ.მ გამწვანებული ეზო ქალაქის ცენტრში ყოველთვის დიდი და მნიშვნელოვანი  ბენეფიტია, ხოლო საკუთარ სახცოვრებელ გარემოში არსებული 25მეტრიანი საცურაო აუზი, სპაცენტრი, ჩოგბურთის მინიკორტი თუ ფიტნეს დარბაზი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს  ცხოვრების ჯანსაღ წესს.

კომპლექსის შიდა პერიმეტრზე გადანაწილებული კაფე-რესტორნები და ესთეტიკური ცენტრები ამაღლებს განწყობას, ხოლო სუპერმარკეტი, აფთიაქი თუ ბანკი, ამარტივებს ყოველდღიურ საჭიროებებს.

დახვეწილი დიზაინის ლობი, ქო-ვორქინგი და ოფისებისთვის განკუთვნილი სივრცეები მკვეთრად  უსვამს ხაზს საკენის გამორჩეულ მრავალფუნქციურ გარემოს.


საკენი - ყველაფერი თავმოყრილი ერთ სივრცეში, სადაც მარტივია დროის განაწილება.


მდებარეობა

საკენი - მრავალსართულიანი, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ვაჟა ფშაველას #25-ში. საკენი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ურბანულ არეალს, უფრო ცოცხალს და დინამიურს ხდის გარემოს.
 ვაჟა ფშაველას გამზირი გამორჩეული ადგილია თბილისში. ენერგიით სავსე ქალაქური ატმოსფერო, ფართო და მოხერხებული ქუჩები, მარტივი წვდომა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მაღალი საინვესტიციო ღირებულება და მუდმივად მზარდი მოთხოვნა არის  ქალაქის ცენტრში ცხოვრების რეალური უპირატესობა.


ენერგოეფექტურობა და უსაფრთხოება

Საკენი  ენერგოეფექტური შენობაა, რომელიც ნაკლებ ენერგიას იყენებს გასათბობად და გასაგრილებლად, რაც, დროთა განმავლობაში , კომუნალური გადასახადების მნიშვნელოვანი დაზოგვის შესაძლებლობაა. 

საკენის პროექტში დიდი მნიშვენლობა ენიჭება საიზოლაციო მასალებს. სივრცეების სრულად აღჭურვა შესამაბისი თბოიზოლაციისა თუ ხმის იზოლაციის სისტემებით უზრუნველყოფს არა მარტო სიმყუდროვის შენარჩუნებას, არამედ აუმჯობესებს პროდუქტიულობას,  ხელს უწყობს უფრო მშვიდი და მყუდრო გარემოს შექმნას.


სხვადასხვა კვლევაზე დაფუძნებული ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული კონსტრუქციის ხარისხი და მედეგობა პროექტის  უმნიშვნელოვანესი ნაწილია. 


საკენი სრულად აკმაყოფილებს, სეისმომედეგობის თვალსაზრისით, ქვეყანაში დადგენილ სტანდარტს, ხოლო კონსტრუქციის მდგრადობის გარანტიაა კლდოვან ქანებზე დაფუძნებული ხიმინჯოვანი საძირკველი. 


წამყვან კომპანიებთან კოლაბორაცია უსაფრთხოებისა და ხარისხის კუთხით:

  • ზოგადი საინჟინრო უსაფრთხოება - Საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი Meinhart

  • აკუსტიკური დაგეგმარება და ნორმების დაცვა -  კომპანია Acustico

  • ფასადის ინჟინერია - გერმანული კომპანია NBK

ადაპტურობა და გონივრული დაგეგმარება

პანდემიამ შეცვალა ცხოვრების მრავალი ასპექტი, მათ შორის ისიც, თუ როგორ აღვიქვამთ და ვიყენებთ ჩვენს საცხოვრებელ ადგილს. Შედეგად გაიზარდა  ღია სივრცეების მიმართ ინტერესი, გარე გარემოსთან მჭიდრო კავშირის სურვილი, კიდევ უფრო ღირებული გახადა აივნები და ტერასები.

საკენის ტერასები არა მხოლოდ კავშირია გარემოსთან, არამედ უზრუნველყოფს შიდა სივრცეების საუკეთესო ვენტილაციასა  და განათებას, ხოლო მაღალი ბარიერები უსაფრთხოების ერთგვარი გარანტიაა.


საკენი - სრულად ადაპტური გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რაც უზრუნველყოფს მათ თანაბარ წვდომას შენობის ყველა ზონასთან, კომფორტულ და დამოუკიდებელ  საცხოვრებელ და სამუშაო გარემოს.

საფასადე ტერაკოტა

საკენის პროექტში გამოყენებული უნიკალური იტალიური საფასადე ტერაკოტა  ცნობილია თავისი ხარისხითა და გამძლეობით. მისი მთავარი უპირატესობა არის მდგრადობა ტემპერატურასა და ულტრაიისფერ გამოსხივებასთამ მიმართებით, სწორედ ამის  გამო მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. გარდა ამისა, აღნიშნული მასალა არის არააალებადი,  შეუძლია უზრუნველყოს შენობის ხანძარსაწინააღმდეგო დამატებითი ფენა.

დიზაინის  თვალსაზრისით,  საკენის საფასადე ტერაკოტა გამორჩეულია თბილი ტონების გრადაციითა და უნიკალური ტექსტურით, ტერაკოტა  შენობის ექსტერიერს კიდევ უფრო ელეგანტურსა  და დახვეწილს ხდის,  ფერისა და ტექსტურის ბუნებრივი ცვალებადობა ქმნის ფასადის სიღრმეს, სწორედ ამის გამო ვიზუალი ბევრად უფრო მდიდარი და მრავალფეროვანია.




 ჩაბარების ვადა და პირობები

  • მშენებლობის ხანგრძლივობა - 3 წელი და 6 თვე

  • მშენებლობის დასრულება - 2027 წელი

  • კონდინცია - მწვანე კარკასი


ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.