ეფექტური იზოლაციის მნიშვნელობა ბიოგრაფის პროექტებისთვის
უძრავიქონების დეველოპერული კომპანია, ,,ბიოგრაფი ლივინგი” ამჟამად ორ ფართომასშტაბიან პროექტზე მუშაობს. ,,საკენისა” და ,,მატიანის” მშენებლობა უახლესი არქიტექტურული და საინჟინრო პრაქტიკებით მიმდინარეობს. მრავალ ფაქტორთა შორის, რომლებიც მომავალი საცხოვრებელი კომპლექსების უსაფრთხოებას, დაცულობას და კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს განსაზღვრავს, არის საიზოლაციო სამუშაოებიც. დღეს სწორედ მათ მნიშვნელობაზე მოგიყვებით.
ხარისხიანი საიზოლაციო მასალები
საიზოლაციო მასალა სწორედ ის ფაქტორია, რომელიც შენობის მდგრადობას და დაცულობას განაპირობებს. ზოგადად, საიზოლაციო მასალა შენობაში წყლისა და ნესტის შეღწევას უშლის ხელს, აგრეთვე, ნაგებობის სიმყარეზეა პასუხისმგებელი. უხარისხო მასალა ხშირად ხდება დიდი თუ შედარებით უმნიშვნელო პრობლემის გამომწვევი მიზეზი, რაც სავსებით ლოგიკურია.
ისეთ შემთხვევებში, როცა მშენებლობაში უხარისხო საიზოლაციო მასალაა გამოყენებული, წყალი ბეტონში აღწევს, იჟანგება და იწყება კოროზიული პროცესები. შედეგად, კონსტრუქცია სუსტდება და მდგრადობას კარგავს.
მხოლოდ მასალა საკმარისი არ არის
სამუშაოს შესრულების ხარისხი იმდენადვე მნიშვნელოვანია, როგორც საიზოლაციო მასალა. შეიძლება ითქვას, რომ თუ სამუშაო სწორად, ეფექტურად არ არის შესრულებული, მასალის ხარისხს მნიშვნელობა ეკარგება და პირიქით. ამიტომ, ბიოგრაფის ორივე პროექტის შენების პროცესში თანაბარი ყურადღებით და სიფრთხილით ირჩევა მასალები და სპეციალისტთა ჯგუფი.
SikaProof - საიზოლაციო სისტემების მომწოდებელი
ბიოგრაფი შვეიცარიულ ბრენდთან, Sika-სთან თანამშრომლობს. ბრენდს ენდობიან უდიდესი კომპანიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ის უკვე 50 წელზე მეტია, რაც გლობალურ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის საიზოლაციო სისტემებით პოზიციონირებს.
SikaProof არის საიზოლაციო სისტემა, რომელიც საკენისა და მატიანის მშენებლობაში იქნება გამოყენებული. TPO მემბრანული სისტემა ხასიათდება წყლის შეკავების უმაღლესი უნარით. SikaProof შენობის საძირკველში იქნება გამოყენებული, რაც წყალგამძლეობასთან ერთად, საცხოვრებელ კომპლექსს 100%-ით უსაფრთხოს გახდის.