დროის ფასი თანამედროვე სამყაროში
თანამედროვე ადამიანი ხშირად უჩივის დროის სიმცირეს. ეს ჩვენი ყოველდღიურობის თანმდევი განცდაა, რომელიც არასდროს გვტოვებს. ოცდამეერთე საუკუნეში, ყველაზე კარგად გვესმის დროის ფასი: ყოველი წუთი და წამი მნიშვნელოვანია.
იმის მიუხედავად, რომ თითოეულ წუთსაც კი ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, სამწუხაროდ, კვლავაც ბევრი დრო გვეხარჯება ყოველდღიურ რუტინულ საქმეებში. დაფიქრდით, რამდენ დროს ხარჯავთ საცობში დგომაში ან მაღაზიის რიგში. ამის მაგივრად, შეგეძლოთ, ეს წუთები საქმისთვის დაგეთმოთ ან საყვარელ ადამიანებთან ერთად გაგეტარებინათ. უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია “ბიოგრაფი ლივინგი” ცდილობს ამგვარი დანახარჯები მაქსიმალურად შეამციროს და დროის დაზოგვაში დაგეხმაროთ. ჩვენ ვიაზრებთ, რამდენად ძვირად ფასობს დრო თანამედროვე სამყაროში. ამიტომაც, მიზნად დავისახეთ, ჩვენი მაცხოვრებლების ყოველდღიურობა უფრო პროდუქტიული გაგვეხადა.
როცა ყოველი წამი მნიშვნელოვანია
განვითარებულ ქვეყნებში კარგად ესმით არსებული მდგომარეობა და ცდილობენ, ეს გამოწვევები ურბანულ დაგეგმარებაშიც გაითვალისწინონ. ასე დაიბადა 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციაც, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყოველდღიური სერვისები მარტივად ხელმისაწვდომი იყოს. როცა საჭირო ობიექტები ერთ სივრცეში, თქვენგან მაქსიმუმ 15 წუთის სავალზეა თავმოყრილი, გადაადგილებაში დროის დახარჯვა აღარ გიწევთ. სანაცვლოდ, შეგიძლიათ, დაზოგილი წუთები და ენერგია უფრო მნიშვნელოვან საქმეს მოახმაროთ.
“ბიოგრაფი ლივინგის” მრავალფუნქციური პროექტები სწორედ 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციას მიჰყვება. ჩვენ გვსურს, საკენისა და მატიანის მაცხოვრებლებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. საცხოვრებელი კომპლექსების შიდა პერიმეტრზე წარმოდგენილია საერთო მოხმარების სივრცეები, რომლებიც ფუნქციური მრავალფეროვნებით ხასიათდება. მათ შორისაა:
რეკრეაციული სივრცე
საბავშვო მოედანი
პადელის კორტი
კაფე-რესტორნები
აუზი
ღია ტერასა
ფიტნეს დარბაზი
სპა და ესთეტიკური ცენტრი
აფთიაქი
სავაჭრო სივრცე
საერთო სამუშაო სივრცე
ბანკი
პარკინგი
თავად საცხოვრებელი პროექტის მდებარეობა ისეა შერჩეული, რომ მაცხოვრებლები კომპლექსის მიღმა მნიშვნელოვან ობიექტებშიც მარტივად მივლენ.
შეჯამება
იმის გათვალისწინებით, რომ დრო დღევანდელ სამყაროში ყველაზე ძვირად ფასობს, მნიშვნელოვანია, მისი მენეჯმენტი, თუმცა ამაში გარემოებებმაც უნდა შეგვიწყოს ხელი. ბიოგრაფის მაცხოვრებლებს მაქსიმალურად ნაკლები დრო ეხარჯებათ ტრანსპორტში, რაც, როგორც წესი, ყოველდღიურობის საკმაოდ დიდ ნაწილს იკავებს. ჩვენ გვესმის, რომ ყოველი წუთი და წამი მნიშვნელოვანია და ჩვენს მაცხოვრებლებს დროის დაზოგვაში ვუწყობთ ხელს. ჩვენს მრავალფუნქციურ კომპლექსში დროის განაწილება მარტივია.