საკენის მაცხოვრებლის ერთი ჩვეულებრივი დღე
საკენი ახალი დეველოპერული კომპანიის, ბიოგრაფი ლივინგის პირველი პროექტია. რომელშიც ისტორიულ მოტივებზე შექმნილი დიზაინი, თანამედროვე არქიტექტურა და დახვეწილი კონცეფცია ერთმანეთს ერწყმის. პროექტზე მუშაობა სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მაგრამ, მიუხედავად ასეთი მოკლე დროისა, ბინების დიდი რაოდენობა უკვე გაყიდულია.
იმისთვის, რომ უკეთ გაიცნოთ საკენის ინოვაციური საცხოვრებელი კომპლექსი, გადავწყვიტეთ, მოგიყვეთ, თუ როგორი შეიძლება იყოს საკენის მაცხოვრებლის ერთი ჩვეულებრივი დღე.
როგორც იცით, მრავალფუნქციური კომპლექსი არა მხოლოდ საცხოვრებელ სივრცეს, არამედ უამრავი დანიშნულების ობიექტს მოიცავს, რითიც ის 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციას მიყვება. ამიტომაც, დღის სრულყოფილად გასატარებლად, საკენის ტერიტორიაზე თქვენთვის ყველაფერია.
ცხოვრების აქტიური წესის მოყვარულებს შეუძლიათ ტერიტორიაზე განთავსებულ სავარჯიშო დარბაზს ეწვიონ და დილიდანვე დაიმუხტონ სასიცოცხლო ენერგიით, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაყვებათ თან. ჩვენს კომპლექსში მოქცეულია ,,ოკტოპუსის” 25-მეტრიანი საცურაო აუზი, სავარჯიშო დარბაზი და სხვა სპორტული სივრცეები. მათ კი, ვინც პასიური დასვენებით იღებს ენერგიას, შეუძლიათ, რელაქსაციისთვის სპა-ცენტრებს მიაკითხონ.

ტერიტორიაზე განთავსებულია კაფე-რესტორნებიც, რომელსაც შეგიძლიათ ეწვიოთ და გემრიელი კერძების მირთმევა საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვების გარეშე შეძლოთ. ჩვენთან დაგხვდებათ ,,ბისტრო გასტრონომისგან”, სადაც იტალიური სამზარეულოს დაგემოვნებას შეძლებთ, ფრანგული სამზარეულოს მოყვარულებისთვის კი ,,პოლის” სარესტონო ქსელი იქნება იდეალური; ,,სკაში” ჯანსაღ საკვებს მიირთმევთ, ,,დანკინში” კი გემრიელ ყავას და ტკბილეულს შეექცევით. აქვე შეხვდებით გასტრონომს, აფთიაქებს, ბანკებს და სხვ. ამ ობიექტების ერთ სივრცეში თავმოყრა შთაგონებულია იდეით, რომ ჩვენმა მაცხოვრებლებმა მაქსიმალურად დაზოგონ დრო, ენერგია და ძალისხმევა ყოველდღიურ აქტივობებში.

საკენი ზრუნავს თავისი მომავალი მაცხოვრებლების პროდუქტიულობაზეც, რისთვისაც კომპლექსის ტერიტორიაზე სპეციალური სივრცე გამოიყო მათთვის, ვინც დისტანციურად მუშაობს ან უბრალოდ მშვიდ გარემოში ამჯობინებს მეცადინეობას.
შეჯამება
საკენის ტერიტორიაზე არსებული თითოეული ობიექტი სიფრთხილითაა შერჩეული ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის გასაუმჯობესებლად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი მომავალი მაცხოვრებლების დროსა და ენერგიაზე, მათ ბედნიერებას, კმაყოფილებასა და ცხოვრების ხარისხის გაზრდაზე.
სწორედ ასე დაიგეგმა საკენის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ქალაქის შუაგულში. საკენი ის ადგილია, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანმრთელობა, კომფორტი და გართობა ერთდროულად არის შესაძლებელი.