სტატია

ტერაკოტა, პროექტ საკენის გამორჩეული საფასადე მასალა

დეველოპერული კომპანია ბიოგრაფის პირველი პროექტი საკენი ვაჟა ფშაველას #25-ში გამორჩეული დიზაინის მრავალფუნქციური კომპლექსია. განსაკუთრებით აღსანიშნავია საკენის უნიკალური საფასადე ტერაკოტა, რომელიც წარმოდგენილია იტალიური კომპანია NBK TERRART® - ს მიერ.

NBK TERRART® საფასადე ტერაკოტას წამყვანი მიმწოდებელია. კომპანია სერტიფიცირებულია გერმანიის სამშენებლო და გარემოს ინსტიტუტის მიერ (ISO 14025 სერტიფიკატი).



მაღალი ხარისხი, გამძლეობა, დიზაინის მრავალფეროვნება NBK TERRART® ტერაკოტას გამოარჩევს მთელ მსოფლიოში. იგი ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური თვისებებით ხასიათდება. ათწლეულების განმავლობაში არსებული ცოდნა და ტრადიცია შერწყმული ულტრათანამედროვე წარმოების ტექნოლოგიასთან განაპირობებს NBK Architectural Terracotta-ს გამორჩეულ საფასადე სისტემას.
 
ტერაკოტა ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა და განსაკუთრებით გამძლე მასალაა, იგი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანამედროვე არქიტექტურასა და დიზაინში. ტემპერატურასთან, ამინდის ცვალებადობასა  და კოროზიასთან მიმართებით მისი გამძლეობის შესანიშნავი  უნარი  მრავალი ათწლეულის განმავლობაში უცვლელად უნარჩუნებს ნაგებობას იერსახეს.

ტერაკოტა ცეცხლგამძლეა და არ გამოყოფს ტოქსიკურ ორთქლს მაღალ ტემპერატურაზე. გარდა ამისა, იგი ხასიათდება შესანიშნავი საიზოლაციო თვისებებით, რაც ხელს უწყობს შენობების გათბობისა და გაგრილების ხარჯების შემცირებას, ასევე ხმის იზოლაციას.

ტერაკოტა უკონკურენტო საფასადე მასალაა, თბილი ფერების პალიტრა და საინტერესო ტექსტურა  განუმეორებელ ხიბლს და ხასიათს სძენს არქიტექტურულ ნამუშევარს.



NBK Architectural Terracotta მუდმივად მუშაობს არქიტექტორებსა და დიზაინერებთან, რაც  უწყვეტი განვითარებისა და ინოვაციურობის გარანტიაა.

სწორედ ასეთი თანამშრომლობის ფარგლებში იქმნება საკენის უნიკალური საფასადე სისტემა, რომლის დიზაინი, ხარისხი და მდგრადობა წარმოადგენს პროექტის მთავარ მახასიათებლებს.

უკან
ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.