მოირგე დროულად საახალწლო შეთავაზებები ,,ბიოგრაფი ლივინგისგან”
საახალწლო პერიოდი წლის ყველაზე ჯადოსნური და სიურპრიზებით სავსე დროა. რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი საჩუქარი, ვიდრე დღესასწაულის ახალი შენაძენით აღნიშვნაა. ახალ წელთან დაკავშირებით დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი” თავის ოთხივე პროექტზე დიდ ფასდაკლებებს გთავაზობთ. ეს არის უნიკალური შანსი, საახალწლოდ შეიძინოთ თქვენი ოცნების ბინა ქალაქის პრესტიჟულ უბანში. აქციის პირობებზე ამ ბლოგში მოგიყვებით.
საახალწლო ფასდაკლებები ,,ბიოგრაფი ლივინგის” პროექტებზე
ამჟამად ,,ბიოგრაფი ლივინგი” თბილისის ოთხ უბანში აშენებს უნიკალურ საცხოვრებელ კომპლექსებს. თითოეულ მათგანს თავისი ამბავი აქვს და თანამედროვე ქალაქის შენების პროცესში თავისი განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. მრავალფუნქციური კომპლექსის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ იცხოვრონ გამორჩეული სტილის, ჯანსაღ ურბანულ გარემოში.
საკენის საახალწლო შეთავაზება
აქციის ფარგლებში, ,,ბიოგრაფი ლივინგის” პირველ პროექტში, საკენში, ბინის შეძენას მ²-ზე $300-იანი ფასდაკლებით შეძლებთ, როგორც შიდა განვადების, ასევე ერთიანი გადახდის შემთხვევაში. მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ვაჟა ფშაველას #25-ში მდებარეობს, სადაც ადრე სასტუმრო აფხაზეთი, თბილისისა და სოხუმის განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობის სიმბოლო იყო. საკენი ინარჩუნებს ღირებულებებს და სრულიად ახალ კონტექსტში აცოცხლებს პროექტის ვიზუალს.
მატიანის საახალწლო შეთავაზება
საახალწლო შეთავაზება ვრცელდება მატიანის საცხოვრებელ კომპლექსზეც, რომელიც დიდუბეში, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე, აკაკი წერეთლის #45-ში მდებარეობს. პროექტის მიმდებარე ტერიტორიას განსაკუთრებულად მდიდარი ისტორია აქვს, რომელიც თამარ მეფის ეპოქას უკავშირდება. პროექტის სახელიც სწორედ ადგილის ისტორიით არის შთაგონებული. მატიანი - იგივე მემატიანე, აღწერს დროის მსვლელობას. ნებისმიერი გადახდის პირობით მატიანში ბინას მ²-ზე $200-იანი ფასდაკლებით იყიდით.
შანტანის საახალწლო შეთავაზება
შანტანში, რომელიც ,,ბიოგრაფი ლივინგის” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია, როგორც თავისი ლოკაციით, ასევე საცხოვრებელი პირობებით, ახალი წლის პერიოდში ბინებზე 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ,,შანტანი” თბილისის უძველეს უბანში, ისტორიულად გამორჩეულ ადგილას, მუშთაიდის პარკის წინ, მაიაკოვსკის N2-ში აშენდება. ბინის ღირებულების 30% მშენებლობის დასრულებამდე ერთიანი გადახდის ფასით შეგიძლიათ გადაანაწილოთ. ამ შემთხვევაში, ყოველთვიური შენატანი განისაზღვრება $630-დან.
ჰისნის საახალწლო შეთავაზება
რაც შეეხება, ,,ბიოგრაფი ლივინგის” უახლეს პროექტს - ჰისნის, საახალწლო შეთავაზების ფარგლებში ბინა პირველადი შენატანის გარეშე შეგიძლიათ შეიძინოთ. პროექტი თბილისის უძველეს უბანში, ისანში, ისტორიულად გამორჩეულ ადგილას შენდება. გადაანაწილეთ ბინის ღირებულების 40% მშენებლობის დასრულებამდე 45 თვეზე $650-დან ყოველთვიური შენატანით და გახდით მრავალფეროვანი, დინამიური გარემოს ნაწილი.
შეჯამება
როგორც ამბობენ, ახალ წელს ოცნებები ხდება. შეგიძლიათ, წელს თავად აისრულოთ ნატვრა და თქვენი საოცნებო აპარტამენტები შეიძინოთ ,,ბიოგრაფი ლივინგის” მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსში. არ გამოტოვოთ უნიკალური შანსი და მოირგეთ დროულად ჩვენი საახალწლო შეთავაზებები.