სტატია

აღმოაჩინე ბიოგრაფი პირველი მობინადრის თვალით

ბიოგრაფი ლივინგ უძრავი ქონების ინდუსტრიაში ახალი ხედვით გამოჩნდა. ბიოგრაფის მიზანია, შექმნას თანამედროვე, კომფორტული საცხოვრებელი გარემო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, სადაც დაიბადება ახალი ურთიერთობები, ახალი ბიოგრაფიები და ისტორიები.

მიუხედავად იმისა, რომ ბიოგრაფი სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ბაზარზე, პროექტს ,,საკენი” უკვე ბევრი მსურველი გამოუჩნდა, მათ შორისაა ქალბატონი ციცი ნადირაძე, რომელმაც ბიოგრაფის პირველ პროექტში ,,საკენი” შეიძინა ბინა. ციციმ გადაწყვიტა, ჩვენთვის თავისი გამოცდილება, შთაბეჭდილებები და გულწრფელი ემოციები გაეზიარებინა.


ბიოგრაფი - გაცოცხლებული ისტორია

ბიოგრაფი ის ადგილია, რომელსაც მაცხოვრებლების ისტორიები ფიზიკურ სივრცეში გადმოაქვს და ამავდროულად, ახლის წერასა და შენახვას აგრძელებს.

პირველი მობინადრე, ციცი ნადირაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია, წლების მანძილზე შეძენილ ცოდნასა და ყველაფერ ქართულთან გაბმულ მჭიდრო კავშირს ახლა უკვე მომავალ თაობას უზიარებს, როგორც მასწავლებელი. ციცი გვიყვება, რომ მისთვის განსაკუთრებით ღირებული იყო კავშირის აღმოჩენა ქართულ ტრადიციულ სიმბოლიკასა და მოდერნულ სტილს შორის.

ერთი სიტყვით, ციცისნაირი ადამიანებისთვის ბიოგრაფის კონცეფცია ეროვნულ იდენტობასთან მორიგი შეხვედრაა, მათთვის კი, ვისაც ქართული მოტივები მივიწყებული აქვს - გახსენება.


საკენი, როგორც მედიატორი სახლსა და იდენტობას შორის

,,ჩემი ადგილი ვიპოვე” - ასე ვამბობთ ხოლმე, როცა ჩვენს დანიშნულებას მივაგნებთ. ამ დროს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ, საერთოდაც, ჩვენი თავი ვიპოვეთ. ადგილი და იდენტობა ერთმანეთთან იმაზე მჭიდროდაა დაკავშირებული, ვიდრე შეიძლება გვეგონოს. სახლი კი სხვა რა არის, თუ არა ჩვენი პირადი ადგილი? 

ჩვენი სახლი მხოლოდ შენობა არ არის, პირიქით, ის ცოცხალი და დინამიურია, როგორც მდინარე. სწორედ აფხაზეთის მდინარის, საკენის სახელით ცნობილი პროექტით დაინტერესდა ციცი. საკენი ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, ზუსტად იმ ადგილზე შენდება, სადაც ადრე სასტუმრო ,,აფხაზეთი” ფუნქციონირებდა. ამიტომაც, საკენი ისტორიის გაგრძელებისა და აფხაზეთთან კავშირის შენარჩუნების სიმბოლოა. 

საკენის უნიკალური კონცეფციის ინსპირაცია აფხაზეთი, განსაკუთრებით, სოხუმი გახდა. საკენის ლოგოში გამოყენებულ თითოეულ ორნამენტს საკუთარი სიმბოლიკა აქვს: ტალღები - შავი ზღვისა და მდინარე საკენის აღმნიშვნელია, გრიფონი - სოხუმის დრამატული თეატრის წინ მდებარე შადრევნის ცნობილი ქანდაკებას გამოხატავს, ხელები კი მეგობრობისა და პატივისცემისკენ მიანიშნებს.

ციცი გვიყვება, რომ პროექტით სწორედ მაშინ დაინტერესდა, როცა ბიოგრაფის თანამშრომელმა ზედმიწევნით აუხსნა პროექტის კონცეფცია. ამ დროს აღმოჩნდა, რომ საკენი მისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია, რადგან დედა აფხაზეთიდან ჰყავს, ბავშვობის ძვირფას მოგონებებს კი აფხაზეთში გატარებულ დღეებს უკავშირებს. ამ გარემოებამ შექმნა პირველი ემოციური კავშირი ციცისა და მის ახალ ბინას შორის. 

როგორც ყოფილი მოცეკვავე, ციცი შემოქმედებითობითა და სიახლეების სიყვარულით გამოირჩევა. მისი ხასიათის შტრიხებს ზუსტად იმეორებს ბიოგრაფის ფილოსოფია, რომელიც გაბედულობის, კრეატიულობისა და ინოვაციურობის პრინციპებს ეფუძვნება. ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ციცის მსგავსად თავისუფლებისა და შემოქმედების სიმბოლო, მოცეკვავე ქალიც ბიოგრაფის ორნამენტიკის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია.

საკენის პროექტი რამდენიმე ტიპის ბინას აერთიანებს, თითოეული მათგანის სახელწოდება აფხაზეთის მდინარეებითა და ღირსშესანიშნაობებითაა შთაგონებული, მათ შორის: მოქვი, მიუსერა, ბზიფი, რიწა და სხვა. ციციმ მე-8 სართულზე არსებული ერთსაძინებლიანი ბინა შეიძინა, რომელიც ,,კელასურის” ტიპის ბინებს განეკუთვნება.  


ეკოსისტემა შენობის ნაცვლად

ბიოგრაფი ქმნის არა უბრალოდ შენობას, რომელიც ოთხი კედლითაა შემოსაზღვრული, არამედ გარემოს, ეკოსისტემას. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ეკოსისტემას თავად მაცხოვრებლები, მათი ურთიერთობები, პირადი ისტორიები და ემოციური გამოცდილებები აყალიბებს, ხოლო ბიოგრაფი ამ ეკოსისტემის მატერიალიზაციაზე ზრუნავს. 

საცხოვრებელ კომპლექსში არსებული ეზო განტვირთვისა და დასვენებისთვის საუკეთესო ადგილია; ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის საკენში ფიტნეს ცენტრი, პადელის კორტი, საცურაო აუზი და სპა განლაგდება. შიდა პერიმეტრი ისეა მოწყობილი, რომ ნებისმიერი ტიპის მაცხოვრებლისთვის სასურველი სერვისი თუ პროდუქტი მარტივად ხელმისაწვდომი იყოს. ამისთვის ბიოგრაფმა უკვე გააფორმა კონტრაქტი კაფე-რესტორნების, სუპერმარკეტების, აფთიაქებისა და ბანკების წარმომადგენლებთან, რომლებიც მოხარული არიან პროექტში ინვესტირებით.


ბიოგრაფი გვაკავშირებს

ბიოგრაფის ახლებური პერსპექტივა საცხოვრებელსა და მაცხოვრებელს შორის არსებული ემოციური კავშირისა და ცოცხალი ურთიერთობების მნიშვნელობას ემყარება. ურთიერთობა - ეს ბიოგრაფის მთავარი ფასეულობაა. 

უკან
ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.