საკენის მშენებლობა
დეველოპერული კომპანიის, ,,ბიოგრაფი ლივინგის” პირველი მასშტაბური პროექტის, საკენის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, თუ რა სამუშაოებია საიტზე ჩატარებული და რა არის მშენებლობის შემდეგი ეტაპი.
შესრულებული სამუშაოები
უკვე რამდენიმე თვეა, რაც საკენის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ მომენტისთვის კომპლექსის ტერიტორიაზე უკვე დასრულდა საძირკვლის ჩასხმა, რასაც წინ უძღვოდა ხიმინჯების მოწყობა და საძირკვლის მოსამზადებელი სამუშაოები; ბეტონის ფილის დასხმა, მაღალი ხარისხის იზოლაციის მომზადება და არმირების სამუშაოები.
|
|
ამასთან ერთად, მომავალი საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე, აუზის მხარეს, მოეწყო მიწისქვეშა სართული. -1 სართულის ორ მონაკვეთზე კი პარკინგის ფილა გადაიხურა.
მიმდინარე სამუშაოები
ამ ეტაპზე საკენისთვის შემდეგი სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება:
ძირითადი შენობის მიწისქვეშა სართულის გადახურვის ფილის სამუშაოები, შესასრულებელია სამუშაოს 50%
მიწისზედა პირველი სართულის კოლონებისა და დიაფრაგმების მოწყობა
-1 სართულზე პარკინგის ფილაზე ყალიბის მოწყობა
საიზოლაციო სამუშაოები
მეორე, ტვირთამწეობით პირველ ამწეზე ძლიერი კოშკურა ამწის მონტაჟი
კომერციული ფართების დათბუნება
|
|
სამუშაოები მიმდინარეობს კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიის მუდმივი ზედამხედველობით.
მრავალფუნქციურ საცხოვრებელ პროექტში მშენებლობას ახორციელებს კომპანია ,,ანაგი”. სამშენებლო კომპანიას 35-წლიანი გამოცდილება აქვს და 170-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი დამკვეთი ჰყავს, რაც ადასტურებს მათ პროფესიონალიზმსა და სანდოობას.
რაც შეეხება საკენის საიზოლაციო სისტემას, ,,ბიოგრაფი ლივინგი” შვეიცარიულ კომპანიასთან, Sika-სთან თანამშრომლობს. SikaProof არის საიზოლაციო სისტემა, გლობალურად აღიარებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი იზოლაცია. TPO მემბრანული სისტემა ხასიათდება წყლის შეკავების უმაღლესი უნარით. SikaProof შენობის საძირკველში გამოვიყენეთ, რაც წყალგამძლეობასთან ერთად, საცხოვრებელ კომპლექსს 100%-ით უსაფრთხოს ხდის.
საკენის მშენებლობა უახლესი არქიტექტურული და საინჟინრო პრაქტიკებით მიმდინარეობს და 2026 წლის ბოლოს დასრულდება.



