სტატია

როგორ ერგება საკენი 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციას?

საქართველოში ურბანიზაციის დონის ზრდასთან ერთად, ქალაქებში, განსაკუთრებით კი თბილისში, მოსახლეობის რაოდენობა შესამჩნევად იმატებს. შედეგად, დღეის მდგომარეობით თბილისში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

დედაქალაქის პოპულაციის ზრდამ გამოკვეთა ისეთი პრობლემები, რომლებიც აქამდე მოსახლეობისთვის შეუმჩნეველი იყო, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდულობა, ჰაერის დაბინძურება, საჭირო დაწესებულებების ქალაქში არაეფექტურად განაწილება და სხვ. ამ გლობალური პრობლემის მოსაგვარებლად გაჩნდა იდეა, 15-წუთიანი ქალაქის კონცეფცია, რომელიც ქალაქის მაცხოვრებლებს უფრო ცოცხალ, ჯანსაღ და კომფორტულ პირობებს შეუქმნის.

sakeni garden

რას ნიშნავს 15-წუთიანი ქალაქის კონცეფცია?

კონცეფციის იდეა საკმაოდ მარტივია: დავაგეგმაროთ ქალაქები ისე, რომ ყოველდღიური საჭიროებებისა და სერვისების უმეტესობა განთავსდეს მაქსიმუმ 15 წუთის სავალზე. იდეის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ადამიანს მუდმივად უნდა ჰქონდეს წვდომა მაღაზიებთან, სპორტდარბაზთან, სამედიცინო სერვისებთან, პარკებთან, რესტორნებთან და კულტურულ დაწესებულებებთან.

როგორ მიყვება საკენი 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციას?

საბურთალოზე, კერძოდ ვაჟა ფშაველას #25-ში უკვე დაწყებულია ახალი საცხოვრებელი კომპლექსის, საკენის მშენებლობა, რომელიც 2027 წლისთვის დასრულდება. დეველოპერული კომპანია Biograpi -ს რევოლუციური ხედვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი თანამედროვე სტანდარტებისა და ტრენდებისთვის ფეხის აყოლაა. სწორედ ამიტომ, კომპანიამ გადაწყვიტა, მსოფლიოს ისეთი წამყვანი ქალაქების მაგალითები აეღო, როგორიცაა პარიზი, ბარსელონა, მელბურნი და მშენებარე კომპლექსი 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციისთვის მოერგო.

SAKENI POOL

ბიოგრაფის პირველი საცხოვრებელი პროექტი ,,საკენი “თავისი მრავალფეროვნებით ქმნის გამორჩეულად დინამიურ, სოციალურ და ცოცხალ გარემოს, სადაც მეტი თავისუფალი დრო, მეტი ჯანსაღი ცხოვრების წესი და მეტი ახალი ურთიერთობაა.

ადამიანებზე მორგებული გარემო

საკენი გამორჩეული მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მომხმარებელს სრულიად ახალ და მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს. ეს არის გონივრულად დაგეგმარებული სივრცე - ყველა დეტალი კომფორტულ და მოხერხებელ ცხოვრების სტილზეა გათვლილი.

sakeni gym

საკენის პროექტი ცენტრალური პრინციპი ადამიანები და მათი კომფორტია. საცხოვრებელი კომპლექსის შიდა პერიმეტრზე წარმოდგენილია საერთო მოხმარების სივრცეები, რომლებიც ფუნქციური მრავალფეროვნებით ხასიათდება. მათ შორისაა:

  • რეკრეაციული სივრცე

  • საბავშვო მოედანი

  • პადელის მინი კორტი

  • ღია კაფე-რესტორნები

  • აუზი

  • ღია ტერასა

  • ფიტნეს დარბაზი

  • საუნა და ესთეტიკური ცენტრი

  • აფთიაქი

  • სავაჭრო სივრცე

  • საერთო სამუშაო სივრცე

  • ბანკი

  • პარკინგი

საჭირო ობიექტების ერთ სივრცეში თავმოყრა მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, დაზოგონ დრო, ენერგია და ხარჯები და გახადონ ყოველდღიურობა უფრო კონცენტრირებული.

საკენში დანერგილი 15-წუთიანი ქალაქის კონცეფცია ხელს უწყობს ქალაქში მობილობის გაუმჯობესებასაც, ვინაიდან მაცხოვრებლებს ყოველ წვრილმანზე საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება არ მოუწევთ, რაც ქალაქში მანქანების რაოდენობასა და გამონაბოლქვის დონეს შეამცირებს.

საკენი - ყველაფერი თავმოყრილი ერთ სივრცეში, სადაც მარტივია დროის განაწილება.

საკენი გვაკავშირებს.

უკან
ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.