სტატია

ახალზელანდიელი ჩოგბურთელი და ანტრეპრენერი რობინ სტეტჰემი საკენის მომავალი მობინადრეა

საქართველოში პირველად, 2018 წელს ქართველი მეგობრის თხოვნით ჩამოვიდა და მას შემდეგ თბილისს ხშირად სტუმრობს:

„ მეგობრული ხალხითა და ლამაზი ბუნებით გამორჩეული საქართველო აქ პირველივე ჩამოსვლისთანავე შემიყვარდა. ბოლო წლებში, ბათუმსა და თბილისში უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებ, თავს სამშობლოში ვგრძნობ, რაც ახალზელანდიელისთვის უცნაურია. ამ განცდამ აქ სახლის შეძენაზე დამაფიქრა.

საკენის პროექტმა ბევრი ასპექტით მომხიბლა – მდებარეობა, მრავალფუნქციურობა, შენების ხარისხი. მნიშვნელოვანი ნაწილია აუზი და სპორტ დარბაზი, რაც ჯანსაღ ცხოვრებასთან გვაკავშირებს. ასევე, მომწონს ღია აივნები მცენარეებითა და ხედებით. ეს ყველაფერი ქმნის იდეალურ გარემოს საცხოვრებლად. ამიტომაც გავაკეთე ინვესტირება ამ პროექტში და ველი სახლის დასრულებას.”

სტეტჰემმა 2004 წელს, 16 წლის ასაკში ახალი ზელანდიის #1 ჩოგბურთელის სტატუსი მოიპოვა. 33 მატჩით, ის დევისის თასის ახალი ზელანდიის ნაკრების რეკორდსმენია, მისი დებიუტი 2005 წელს შედგა. 2009 წლიდან არის პროფესიონალი მოთამაშე და მწვრთნელი. ამავე წელს დააარსა კომპანია Pro Stringer, სადაც შეიქმნა მსოფლიოში პირველი პორტატიული, ელექტრონული სიმებიანი აპარატი ტენისისთვის, სქვოშისა და ბადმინტონისთვის. აგრეთვე, გამოიგონა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ჩოგბურთის აპარატი.

უკან
ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.