რა რისკებისგან აზღვევს საქართველოს ბანკის მხარდაჭერა საკენის მომავალ მაცხოვრებელს
ვისოლ ჯგუფისა და საქართველოს ბანკის მრავალწლიანი პარტნიორობა გრძელდება. ამჯერად წარმატებული თანამშრომლობის შედეგი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი - “საკენი” იქნება. საკენი დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგის” პირველი პროექტია. მისი მიზანია დინამიკური, სოციალური და ცოცხალი გარემოს შექმნა, სადაც მეტი თავისუფალი დრო, მეტი ჯანსაღი ცხოვრების წესი და მეტი ახალი ურთიერთობაა.
აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 72 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 41.5 მილიონი აშშ დოლარია. დღევანდელ ბლოგში გადავწყვიტეთ, ამ მნიშვნელოვან სიახლესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გაგვეზიარებინა. რა რისკებისგან აზღვევს ბანკის ინვესტიცია საკენის მომავალ მაცხოვრებელს? რა გავლენა ექნება ამას პროექტის წარმართვაზე? თუ ეს კითხვები შენც გაგიჩნდა, ვეცდებით მათ ამომწურავად ვუპასუხოთ.
რას გულისხმობს ბანკის მხარდაჭერა
საქართველოს ბანკი ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტია. მასთან პარტნიორობით ბიოგრაფი ლივინგი შეძლებს საკენის მაცხოვრებლებისთვის სტაბილური მომავლის უზრუნველყოფას, სადაც ის უსიამოვნო სიურპრიზებისგან დაზღვეული იქნება. ბანკის მიერ ჩადებული ინვესტიცია იძლევა გარანტიას, რომ პროექტი დანიშნულ ვადებში დასრულდება და სულ მალე შენი ოცნების სახლში გადასვლას შეძლებ.
ფინანსური სტაბილურობის გარანტი
ბანკის მხარდაჭერა დეველოპერული კომპანიისთვის ფინანსური სტაბილურობის გარანტია. შეგიძლია, შეიძინო ბინა მულტიფუნქციურ კომპლექსში, მშვიდად დაელოდო მშენებლობის დასრულებას და სულ მალე სრულებით ახალი, მრავალფეროვანი, კომფორტული გარემოს ნაწილი გახდე.
პროექტის სანდოობა
ინვესტიციის განხორციელებამდე ბანკი პროექტის სანდოობასთან დაკავშირებით საფუძვლიან მოკვლევას აწარმოებს. საქართველოს ბანკმა საკენში წარმატებული პროექტის პოტენციალი დაინახა. ამასთან, ბანკები წინასწარ ითხოვენ დეველოპერული კომპანიებისგან პროექტის დასრულების გარანტიებს. საკენმა სანდოობის ყველა ტესტი წარმატებით ჩააბარა. ასე რომ, ისღა დაგრჩენია, შენც მიანდო მას შენი მომავალი.
“მოხარული ვართ, რომ ჩვენი და “ბიოგრაფი ლივინგის“ თანამშრომლობის ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება”. - აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ერეკლე ვაშაყმაძე.
შეჯამება
საერთო კეთილდღეობისთვის თანამედროვე ქალაქის შენების პროცესში ბიოგრაფი ლივინგი მიზნად ისახავს შექმნას კომფორტული, განვითარებადი, დინამიკური საცხოვრებელი. ამიერიდან, საქართველოს ბანკი ჩვენთან ერთად იზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას.
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში “ბიოგრაფი ლივინგის” სახელით 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. პროექტებში ჩაერთვება 1000-ზე მეტი ადამიანი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩვენი მთავარი მიზნის ასრულებას შევძლებთ: შევქმნათ სიცოცხლით სავსე გარემო, ადგილები, სადაც ახალი ისტორია დაიწერება.