საკენის ვიზუალურ იდენტობაში გაცოცხლებული მოტივები

დეველოპერული კომპანია ბიოგრაფი ლივინგ განაგრძობს მატიანის წერას და ქმნის სიცოცხლით სავსე გარემოს, ადგილებს, რომლებიც საკუთარ წარსულზე თავადვე გვიყვებიან.
ბიოგრაფის პირველი პროექტი, მრავალფუნქციური კომპლექსი ,,საკენი” წარსულსა და აწმყოს შორის მაკავშირებელი ხიდია. საკენი 38-სართულიანი შენობაა, რომელიც ვაჟა ფშაველას #25-ში მდებარეობს. თავისი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმითა და ისტორიით, ეს უკანასკნელი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საცხოვრებელი. საკენი არის ახალი ამბავი თანამედროვე ქალაქის შენების პროცესში.
რა ამბავს ჰყვება საკენი
ბიოგრაფი ლივინგ აცოცხლებს ისტორიებს. საკენის სახელწოდება და მისი ადგილმდებარეობა არც დამთხვევაა და არც შემთხვევითობას წარმოადგენს.
შეგასენებთ, რომ ვაჟა ფშაველას #25-ში ადრე სასტუმრო აფხაზეთი, თბილისისა და სოხუმის განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობის სიმბოლო მდებარეობდა. სასტუმრო აფხაზეთის ზუსტი ასლი კი, სახელწოდებით სასტუმრო თბილისი, სოხუმის ცენტრალურ გამზირს ამშვენებდა.
საკენი სიმბოლურად აცოცხლებს მდინარე საკენის ჟღერადობას, რომელიც აფხაზეთში მიედინება. საცხოვრებელი კომპლექსის სპეციფიკაც მდინარის მსგავსად მჩქეფარე და დინამიკურია. სახელწოდება ხაზს უსვამს, რომ ეს არის ადგილი, სადაც სიცოცხლეა.
თავის მხრივ საკენის პროექტი რამდენიმე ტიპის ბინას აერთიანებს, რომელთა სახელებიც ასევე აფხაზეთის მდინარეებითა და ღირსშესანიშნაობებითაა შთაგონებული, მათ შორის: მოქვი, მიუსერა, ბზიფი, რიწა და სხვა.
ბიოგრაფი გთავაზობთ გამორჩეულ და მრავალფუნქციურ შენობას, რომელიც სრულიად ახალი და მრავალფეროვანი გამოცდილებებით მოგნუსხავთ.
ბრენდინგში გამოყენებული გრაფიკული სიმბოლოები
ბიოგრაფი ღირებულებებისა და ფასეულობების შენარჩუნებით სრულიად ახალ კონტექსტში აცოცხლებს პროექტის ვიზუალს. ბრენდინგში გამოყენებულ ყველა ელემენტსა თუ ფერს თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს.
საკენის ლოგოს ტიპოგრაფიკა სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და ამბავს მოგვითხრობს. ღრმა და მრავლისმომცველი კონცეფცია აერთიანებს ფერებს, ფორმებსა და ორნამენტებს, რომლებიც გამოხატავს საქართველოს იდენტობას მისი ვიზუალური აღქმისას. ყველა ეს დეტალი მნახველში ემოციურ განწყობას აღძრავს.
ტალღები: საკენის ლოგოზე შეგხვდებათ შავი ზღვისა და მდინარე საკენის აღმნიშვნელი ლურჯი ტალღები.
გრიფონი: საკენის ლოგოზე აღბეჭდილი გრიფონის სიმბოლო სოხუმის დრამატული თეატრის წინ მდებარე ცნობილი შადრევნის ქანდაკებას გაგახსენებთ.
ხელები: ლოგოზე დაკვირვებისას აუცილებლად შეამჩნევთ ხელებს, რომლებიც მეგობრობის, პატივისცემის სიმბოლო და ფასეულობათა შენარჩუნების ერთგვარი ხატია.
ფერები: ლოგოში გამოყენებული ლურჯი ზღვისა და მდინარის სიმბოლოა. რაც შეეხება მდინარეს, ის სიცოცხლეს, თავისუფლებასა და დროის დინებას განასახიერებს. ვიზუალურ კომუნიკაციაში შემოდის ზურმუხტისფერიც, რომელიც აფხაზეთის კავკასიონის ზურმუხტისფერ ტბებს გამოხატავს.
ახალი ისტორია თანამედროვე ქალაქის შენების პროცესში
ამბავი მანამ განაგრძობს არსებობას, სანამ მას ჩვენი მეხსიერება ინახავს. გვჯერა, რომ საკენის კედლებში ხვალ ახალი ურთიერთობები, ახალი ბიოგრაფიები დაიბადება. ჩვენ ერთად შევქმნით სივრცეს, სადაც მომავალი თაობები ისტორიული ქრონიკების წერას განაგრძობენ.