სტატია

ძველი თბილისის ტური ,,ბიოგრაფი ლივინგის” მომავალ მაცხოვრებლებს

დეტალურად ტურის შესახებ

ძველი თბილისის ტური ,,ბიოგრაფი ლივინგის” მომავალი მაცხოვრებლებისთვის 15 სექტემბერს მოეწყო და 3 საათს გაგრძელდა. ტური რომ მეტად ინფორმატიული, შემეცნებითი და საინტერესო ყოფილიყო, მის ხელმძღვანელად ცნობილი გიდი, ზურა ბალანჩივაძე შევარჩიეთ. 

ძველი თბილისის ტურის მთავარი იდეა ქალაქის ისტორიის გაგება იყო მისი ყველაზე ძველი შრეებიდან დაწყებული თანამედროვეობამდე. ტური დაიწყო თბილისის წარმოშობის ადგილას და ამოუყვა კალაუბანს - ფეოდალური ხანის ქალაქის მთავარ უბანს, რომლის ქუჩათა ქსელი თითქმის უცველილი სახითაა შემორჩენილი. 

ბიოგრაფის მომავალმა მაცხოვრებლებმა მოინახულეს თბილისის ისტორიული ქუჩები, ეზოები, აივნები და ტაძრები. გასეირნების პარალელურად მოისმინეს ქალაქის არაერთი უცნობი ისტორია. მომდევნო ეტაპზე მათ გადაინაცვლეს სოლოლაკში, მე-19 საუკუნის ამიერკავკასიის ბურჟუაზიული საზოგადოების უბანში. სოლოლაკის მონახულების შემდეგ მომავალი მობინადრეები თავისუფლების მოედნიდან ორბელიანისკენ გაემართნენ და ნახეს ისტორიული სასტუმროები. ტური დასრულდა თავისუფლების, ყოფილ ერევანსკის მოედანზე. 

ძველი თბილისის ტურის დასკვნითი ნაწილი მყუდრო სადილი იყო, სადაც მომავალმა მეზობლებმა უკეთ შეძლეს ერთმანეთის გაცნობა და სამეზობლო კულტურის ჩამოყალიბება წინასწარ დაიწყეს. 

ბიოგრაფი აცოცხლებს ისტორიებს. ის, რაც გვახსოვს, ჩვენთან ერთად ცოცხლობს. 

უკან
ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.