სტატია

"ბიოგრაფი ლივინგმა" Schüco-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

"ბიოგრაფი ლივინგმა" ექსკლუზიურად თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მსოფლიოში ლიდერ გერმანულ ალუმინის კარ-ფანჯრის და მინის ფასადების მწარმოებელ კომპანია "Schüco"-სთან. 
 
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოს ეწვია Schüco International KG-ს ვიცე პრეზიდენტი ბატონი დოქტორი იორგ ვესტფალი. 

 
კომპანია "Schüco" წარმოადგენს პრემიუმ კლასის ალუმინის საფასადე და კარ-ფანჯრის სისტემების გლობალურ ლიდერს, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ინდუსტრიის ამ სფეროში. 
 
კომპანია "Schüco"-ს ალუმინის სისტემები ასოცირდება მაღალ ხარისხთან და გამძლეობასთან, გააჩნია თბოიზოლაციის საუკეთესო მაჩვენებლები, მათში გამოყენებულია თანამედროვე ინჟინერიის ინოვაციური გადაწყვეტილებები. 
 
,,მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ,,ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი პროექტის, ,,საკენის“ ფარგლებში ვითანამშრომლოთ მსოფლიოში წამყვან ალუმინის კარ-ფანჯრის მწარმოებელ კომპანია "Schüco"-სთან. ხარისხი და ინოვაცია, ჩვენი პროექტისთვის მორგებული ექსკლუზიური გადაწყვეტილებები - ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მშენებლობის მაღალ ხარისხზე და სტანდარტებზე, სადაც სწორედ მსგავს საერთაშორისო ლიდერ ბრენდებთან თანამშრომლობას ვგულისხმობთ.”- აცხადებს „ბიოგრაფი ლივინგის“ დამფუძნებელი ბატონი ლევან ფხაკაძე. 
 

„კომპანია "Schüco"-სთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხარისხზე ორიენტირებულ, თანამედროვე მენეჯმენტის მქონე, ფინანსურად ძლიერ კომპანიებთან პარტნიორობაა. სწორედ ასეთია უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი”, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს სამშენებლო მასალების ხარისხს და გამოყენებული პროდუქციის საერთაშორისო ნორმებთან თანხვედრას. სწორედ ამიტომ, გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში, როგორიცაა მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ,,საკენი”. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს.“ – აცხადებს "Schüco"-ს ვიცე პრეზიდენტი, ბატონი დოქტორ იორგ ვესტფალი. 
  

 
კომპანია "Schüco"-ს 70-წლიანი ისტორია ემყარება გერმანული ინჟინერიის ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, კომპანიის პროდუქცია ასოცირდება ხარისხთან და კომფორტულ გარემოსთან. კომპანიას გააჩნია საკუთარი ტექნოლოგიური ცენტრი და დამოუკიდებელი საგამოცდო ლაბორატორია.

უკან
ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.