როგორ მიჰყვება მატიანი 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციას?
ბიოგრაფი ლივინგის რიგით მეორე პროექტი, მატიანი დედაქალაქის უძველეს უბანში, დიდუბეში შენდება. მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის ადგილმდებარეობად წერეთლის გამზირი შეირჩა. წერეთლის განახლებულ გამზირს მატიანის საცხოვრებელი კომპლექსი 2026 წლისთვის შეემატება და ურბანული კონტექსტის გაუმჯობესების პროცესში თავის როლს შეასრულებს.
დეველოპერული კომპანია ბიოგრაფი ლივინგის ძირეული პრინციპი მაცხოვრებლებისთვის კომფორტული, თანამედროვე და სრულყოფილი პირობების შექმნაა, რისთვისაც პროექტის ხელმძღვანელებმა 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციის დაანერგვა გადაწყვიტეს.
რას ნიშნავს 15-წუთიანი ქალაქი?
15-წუთიანი ქალაქის კონცეფცია ბიოგრაფი ლივინგისთვის და მათთვის, ვინც თვალს ადევნებს ჩვენს პროექტებს, ახალი არ ყოფილა - კომპანიის პირველი პროექტი, საკენიც იმავე პრინციპის მიხედვით შენდება.
15-წუთიანი ქალაქი ურბანული დაგეგმარების კონცეფციაა, რომლის მიხედვითაც, საჭირო ობიექტებამდე მისვლა ადამიანს არაუმეტეს 15 წუთში უნდა შეეძლოს. ესე იგი, მთავარი პრინციპი მაცხოვრებლებისთვის ყოველდღიური ცხოვრების გამარტივება და დროისა და ენერგიის დაზოგვაა.
რა როლი აქვს 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციას ჩვენს ცხოვრებაში?
ბევრი დაგვეთანხმება, რომ თანამედროვე სამყაროში დრო ყველაზე ძვირად ფასობს. ჩვენ ყოველთვის გვეჩქარება, ყოველთვის გადარბენაზე ვართ, დრო კი ურყევია. ამიტომაც, ჩვენი დრო ზედმეტად ძვირფასია იმისთვის, რომ მისი უდიდესი ნაწილი მარტივი საქმეებისთვის დავხარჯოთ. თუ ჩვენთვის სასურველ ობიექტებამდე, მისასვლელად დიდ დროსა და ენერგიას დავკარგავთ, უფრო ღირებული აქტივობებისთვის დრო ცოტა დაგვრჩება, მით უმეტეს მაშინ, როცა დედაქალაქში საცობებში დგომა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.
მატიანი, როგორც 15-წუთიანი ქალაქი
მატიანი საკუთარ ეკოსისტემას ქმნის იმ მიზნით, რომ მომავალი მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხი შესამჩნევად გაიზარდოს. საკენის მსგავსად, მატიანიც მულტიფუნქციური კომპლექსია და საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე სივრცეებს აერთიანებს.
მატიანის ეკოსისტემის ნაწილი იქნება ყველა ის ობიექტი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი თითქმის ყოველ დღე სტუმრობს:
საცურაო აუზი
ესთეტიკური და ფიტნეს ცენტრი
პადელის კორტი
კაფე-ბარები და რესტორნები
მაღაზიები და აფთიაქები
ჰიპერმარკეტი
ელექტრომობილების დამტენები
საპარკინგე სივრცე
ობიექტების ეფექტური განაწილება უზრუნველყოფს გამორჩეულად ცოცხალ გარემოს, ხოლო გარე პერიმეტრის სრულად ადაპტურობა ქმნის ერთიან, ურბანულ ჰარმონიას.
კომპლექსის შიდა სივრცის გარდა, კომფორტს უზრუნველყოფს მისი მდებარეობაც. წერეთლის გამზირის განახლება გააუმჯობესებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობასაც და გადაადგილებაც ბევრად გამარტივდება. მათ კი, ვინც მეტროთი სარგებლობს, სახლამდე ან ოფისამდე მისასვლელად სულ რაღაც 4 წუთი დასჭირდებათ.
შეჯამება
მატიანი 31 სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც წერეთლის #45-ში შენდება. მშენებლობა 2026 წელს დასრულდება და მომავალ მაცხოვრებლებს ფართი მწვანე კარკასის სახით ჩაბარდებათ.