მატიანის მშენებლობა
დეველოპერული კომპანიის, ,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე მასშტაბური პროექტის, მატიანის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია გადასული. საცხოვრებელი კომპლექსი წერეთლის გამზირზე შენდება თანამედროვე არქიტექტურული და ინჟინრული პრაქტიკების დაცვით. სტატიაში წარმოგიდგენთ, თუ რა სამუშაოები არის კომპლექსის ტერიტორიაზე უკვე დასრულებული და რა სამშენებლო პროცესები ხორციელდება მოცემულ მომენტში.
|
|
|---|
შესრულებული სამუშაოები
ამ მომენტისთვის მატიანის პროექტში შემდეგი სამუშაოებია დასრულებული:
ტერიტორიაზე არსებული საჰაერო გაზის მილის გადატანა
არსებული ელექტროსადგურის დემონტაჟი
სამშენებლო ღობის მოწყობა ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის
შიდა და გარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მაჩვენებლების დამონტაჟება
არმირებული ფილის დასხმა შესასვლელში, სადაც სისტემატურად ირეცხება მანქანები ასფალტირებული გზის სისუფთავის შესანარჩუნებლად
|
|
|---|
მიმდინარე სამუშაოები
მშენებლობის ამ ეტაპზე მიმდინარეობს პერიმეტრის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები. ამჟამად დაბეტონებულია 149 ხიმინჯი, ხოლო დარჩენილია 72.
ამასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ქვაბულის მიწის მოჭრის სამუშაოები.
ყველა ტიპის სამუშაო მიმდინარეობს მშენებლობის სტანდარტების, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ნორმების შესაბამისად. მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომელსაც, როგორც მატიანში, ისე საკენშიც ვიყენებთ, მასალების ზედმიწევნით შემოწმებაა. ადგილზე მიღებულ მასალებს უტარდება ლაბორატორიული კვლევა იმ მიზნით, რომ დარწმუნებული ვიყოთ, გამოყენებული მასალა სრულად შეესაბამება პროექტით დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს.
მატიანის 31-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება და ბინები მომავალ მაცხოვრებლებს მწვანე კარკასის სახით ჩაბარდებათ.



