მატიანი: ბრენდის ისტორია
მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, მატიანი, ბიოგრაფი ლივინგის რიგით მეორე მასშტაბური პროექტია, რომელიც აკაკი წერეთლის გამზირზე შენდება. ბიოგრაფი გრძნობს თანამედროვე ცხოვრების მაჯის ცემას, ამიტომ წერეთლის გამზირის ურბანული განვითარების თანამონაწილეც ხდება. პირველი პროექტის, საკენის მსგავსად, მატიანის ბრენდი კონცეპტუალურად უნიკალურია. დღეს მატიანის ბრენდინგზე, მის ფილოსოფიაზე, ვიზუალურ იდენტობასა და დანიშნულებაზე მოგიყვებით.
მატიანი-მემატიანე
მატიანი, ანუ იგივე მემატიანე, არის სივრცე, ადგილი, ადამიანი, რომელიც აღწერს დროის მსვლელობას. ზოგადად, ბიოგრაფი ლივინგის, როგორც ბრენდის ერთ-ერთი დანიშნულებაც ძველი ისტორიების გაცოცხლება და ახლების შექმნაა, ამიტომ, მატიანი დეველოპერული კომპანიის ფილოსოფიის გაგრძელებაა.
ადგილის ისტორია
ბიოგრაფი ლივინგის თითოეული პროექტი კავშირშია ადგილის იდენტობასთან. გამონაკლისი არც მატიანია. საცხოვრებელი კომპლექსის სახელი სწორედ მისი ადგილმდებარეობის მნიშვნელობითაა შთაგონებული.
მატიანი თბილისის უძველეს უბანში, დიდუბეში შენდება. დიდუბის ისტორიული ქრონიკა კი განსაკუთრებით მრავლისმომცველია. დიდუბის ტერიტორიაზე აღმოჩნდა მტკვარ-არაქსის უძველესი არტეფაქტები; თამარ მეფეს კი ეს ადგილი შეურჩევია საზაფხულო რეზიდენციისთვის. აქვე მდებარეობს ღვთისმშობლის პანთეონი, სადაც, ისტორიკოსების გადმოცემით, მეფე თამარს დავით სოსლანზე უქორწინია. მე-19 საუკუნეში დიდუბე ევროპულმა არქიტექტურისა და კულტურის კერა გახდა. 1848 წელს კი პირველი შეჯიბრი დოღში სწორედ ამ უბანში გაიმართა. ბიოგრაფმა მატიანის საშუალებით ადგილის ისტორიის გაგრძელება დაისახა მიზნად, დედაქალაქის უძველეს უბანში კი საფუძველი ახალი ტიპის ეკოსისტემას ჩაუყარა.
ერთი სიტყვით, ადგილი, სადაც მატიანის მშენებლობა მიმდინარეობს, ისტორიული სიმბოლოებით არის დატვირთული, რომელთა ბრენდის იდენტობაში ასახვა სახელთან ერთად, სხვა გზებითაც მოხერხდა.
ვიზუალური იდენტობა
მატიანის ვიზუალური იდენტობა შთაგონებულია მეფე თამარის ეპოქით და ჩვენი ერის უდიდესი ქმნილებით, ვეფხისტყაოსნით. მატიანის თითოეულ სახლს სწორედ ვეფხისტყაოსნიდან შერჩეული უნიკალური სახელი ეწოდა: ბაკმი, ასპიროზი, მიშერი, დიანოსი და სხვ.

ცხენი, თაღი და გვირგვინოსანი ვეფხვი
მატიანის ლოგო ტიპოგრაფიკულია და მასში სამი ორნამენტია გამოყოფილი:
ცხენი: მიანიშნებს მუზეუმში დაცულ ქართულ ანტიკურ ცხენზე.

თაღი: როგორც ევროპული არქიტექტურის სიმბოლო, გამოხატავს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს.

გვირგვინოსანი ვეფხვი: აჩენს ასოციაციას ვეფხისტაოსანსა და თამარის ეპოქისთან.

მატიანის ფერები
მატიანის ფერები ოქროსფერი და ყვითელია. ოქროსფერი პროექტის ლოგოში გვხვდება და, ლოგიკურად, თამარის მეფობის, საქართველოს ოქროს ხანას აღნიშნავს. საკომუნიკაციო ფერად კი ყვითელი შეირჩა, რომელიც ასევე მეფე თამარის ზაფხულის სასახლის ერთგვარ ანარეკლს წარმოადგენს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ორი მთავარი ფერი არა მხოლოდ ბრენდის ვიზუალურ იდენტობაში, არამედ არქიტექტურაშიც გამოვლინდა. მალე წერეთლის განახლებულ გამზირს ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ყვითელ-ოქროსფრად გაანათებს.
მატიანი 31 სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია რომელიც შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან: საცხოვრებელი, კომერციული და საოფისე. წინა პროექტის, საკენის მსგავსად, ისიც მიჰყვება 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციას და დიდუბის ურბანული კონტექსტის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
მატიანი - ადგილი, რომელიც აღწერს დროის მსვლელობას.