მატიანის არქიტექტურა
მატიანი დეველოპერული კომპანიის, ,,ბიოგრაფი ლივინგის’’ მეორე მასშტაბური პროექტია. 31-სართულიანი კომპლექსის მშენებლობა წერეთლის გამზირზე უკვე დაწყებულია. მატიანი წერეთლის განახლებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, მოდერნიზაციის პარალელურად კი ადგილის ისტორიულ მნიშვნელობასაც შეინარჩუნებს.
რა გამოარჩევს მატიანის არქიტექტურას?
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ძირითადი ფოკუსი ურბანული იერსახის გაუმჯობესებაა. მატიანის საცხოვრებელი კომპლექსი კი, მეორე მხრივ, გამზირის არქიტექტურის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
აკაკი წერეთლის გამზირი ისტორიული სიმბოლიკით არის დატვირთული: მაგალითისთვის, ეს იყო ადგილი, სადაც თამარ მეფემ საზაფხულო რეზიდენტია მოაწყო; სადაც დღემდე არსებობს დიდუბის პანთეონი და სხვ. ,,ბიოგრაფი ლივინგის” პრინციპი კი ისტორიისა და თანამედროვეობის სინთეზია. წერეთლის გამზირზე მატიანის საცხოვრებელი კომპლექსი თანამედროვე არქიტექტურისა და ინოვაციურობის გამომხატველი იქნება.
პროექტს გამოარჩევს გონივრული გეგმარება, სწორად განაწილებული სივრცეები და უახლესი ტენდენცები. პროექტში გამოყენებული იქნება ექსტერიერისა და ინტერიერის ენერგოეფექტური მასალები. კომპლექსის სწორი დაგეგმარება კი იძლევა საშუალებას, ერთსა და იმავე სივრცეში ყველა საჭირო ობიექტი სტრატეგიულად იყოს განთავსებული 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციის მიხედვით.
მატიანის ფასადი
ბიოგრაფის ხედვის განსახორციელებლად და ადამიანებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანია მშენებლობის პროცესში უმაღლესი ხარისხის მასალას და თანამედროვე არქიტექტურულ პრაქტიკებს გამოიყენებს. 31-სართულიანი კომპლექსის პედესტალის ფასადი გაფორმებულია იტალიური ტერაკოტით, ხოლო ზედა საცხოვრებელი სივრცის აივნებზე გამოყენებული ალუმინის კომპოზიტური მასალა პროექტს ანიჭებს ორიგინალურობას. მათი სინთეზი ორგანულია და ქმნის გამორჩეულ ვიზუალურ ეფექტს.
მატიანის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება და ბინები მომავალ მაცხოვრებლებს მწვანე კარკასის სახით ჩაბარდებათ.