„ლიბრეტო” - ბრენდის ისტორია
ვაკის ისტორიის თანამედროვე გაგრძელება
ყველა უბანს თავისი ხასიათი აქვს, თუმცა თბილისში არსებობს ადგილი, რომელმაც დროთა განმავლობაში საკუთარი იდენტობა შექმნა. ადგილი, სადაც ქალაქის განვითარების ისტორია, კულტურა და ყოველდღიური ცხოვრება ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. ეს ვაკეა, უბანი, რომელიც წლების განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ჩამოყალიბდა და დღესაც ინარჩუნებს განსაკუთრებულ ადგილს ქალაქის ცხოვრებაში.
სწორედ აქ, ფალიაშვილის 11 ნომერში, „ბიოგრაფი ლივინგი” იწყებს ახალ ისტორიას, პროექტით „ლიბრეტო“. ეს არის საცხოვრებელი სივრცე, რომელიც ვაკის ძველ ტრადიციებს თანამედროვე არქიტექტურულ ენაზე თარგმნის.
ვერის განაპირიდან უნივერსიტეტის გულამდე
ძნელი წარმოსადგენია, რომ დღევანდელი თანამედროვე უბანი ერთ დროს ძველი ვერის განაპირას მდებარე დაუსახლებელი, დაბალი ადგილი იყო, სწორედ აქედან გაჩნდა XIX საუკუნეში მისი სახელწოდებაც - „ვაკე“. უბნის ნამდვილი გარდასახვა კი XX საუკუნის დასაწყისს, კერძოდ კი აქ პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებას უკავშირდება, რის შემდეგაც დაიწყო მისი ინტენსიური, გეგმაზომიერი განაშენიანება.
გამზირის პარალელურად იბადებოდა სხვა ქუჩებიც. ზუსტად 100 წლის წინ, 20-იან წლებში, საფუძველი ჩაეყარა „ვაკის გამზირს“, რომელსაც მოგვიანებით დიდებული ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის სახელი ეწოდა. სწორედ ამ ისტორიულ ქუჩაზე, ფალიაშვილის 11 ნომერში მდებარეობს „ბიოგრაფი ლივინგის” რიგით მეათე პროექტი - “ლიბრეტო”
უბნის „არილი“ და მწვანე არქიტექტურა
თუ ვაკის რუკას ზემოდან გადმოვხედავთ, მისი სკვერების დაგეგმარება მზის დისკოსა და სხივებს მოგვაგონებს. ეს არის თბილისური „არილი“ - მზის სხივის სინონიმი, რომელიც სინათლით ავსებს გარემოს:
მრგვალი ბაღი: უბნის მთავარი შეხვედრის ადგილი. მისი წრიული ფორმა და „პატარა უფლისწულის“ შადრევანი სივრცეს განსაკუთრებულ, პოეტურ ხასიათს სძენს.
ვაკის პარკი: ფართო კიბეების კასკადითა და წითელი ქვიშის ბილიკებით ცნობილი პარკი, უბნის მთავარი ნაწილია. საინტერესოა, რომ მის გაშენებამდე აქ პლანეროდრომი მდებარეობდა - თავისუფლებისა და სიმაღლეების დაპყრობის სიმბოლო.
მზიური: ნოდარ დუმბაძის ოცნებით შთაგონებული ბავშვთა ქალაქი, სადაც დღემდე ცოცხლდებიან მწერლის უკვდავი პერსონაჟები.
ეს მწვანე ოაზისები და მათი გეომეტრია პირდაპირ აისახა პროექტის “ლიბრეტო” კონცეფციაში, რომელიც საცხოვრებელ სივრცეს უბნის თავისუფალ, გამწვანებულ სულთან აკავშირებს.
პროექტის იდენტობა სიმბოლოებში
პროექტის იდენტობა მის გრაფიკულ სიმბოლოებში ცოცხლდება, რომლებიც პირდაპირ კავშირშია უბნის კულტურულ მემკვიდრეობასთან:
არფა: უკავშირდება ზაქარია ფალიაშვილს, ოპერასა და ორკესტრს. ის დახვეწილი გემოვნებისა და სიმფონიური ჰარმონიის სიმბოლოა.
ნოტები: მუსიკალური არქიტექტურისა და ყოველდღიური ცხოვრების რიტმის სიმბოლოა.
დიდების მემორიალი (მუხის ტოტი): ვაკის პარკის მონუმენტის შთაგონება. მუხის ტოტი სიძლიერის, მარადიულობისა და უწყვეტი სიცოცხლის სიმბოლოა.

ფერები, როგორც უბნის ხასიათი
პროექტის „ლიბრეტო” ვიზუალური პალიტრა ზუსტად გადმოსცემს იმ შეგრძნებებს, რაც ვაკის ამ ნაწილს ახასიათებს:
ზურმუხტისფერი ტონი: შთაგონებულია ოპერის თეატრის ჭერის ფერით. მას პროექტში სიმშვიდე, ბალანსი და ეკოლოგიური სული შემოაქვს.
თბილი ოქროსფერი: ოპერის თეატრის ფანჯრებიდან შემოსული შუქისა და თბილი მზის სხივის სიმბოლოა, რაც ხაზს უსვამს პროექტის დახვეწილობას.

„ლიბერტო“ მხოლოდ საცხოვრებელი პროექტი არ არის, ეს არის ვაკის ისტორიისა და ხასიათის თანამედროვე გაგრძელება. ადგილი, სადაც თქვენი ყოველდღიურობა უბნის საუკუნოვანი კულტურის ნაწილად იქცევა.