სტატია

როგორ გადანაწილდება ლიფტები საკენში?

ახალი დეველოპერული კომპანია ბიოგრაფი ლივინგი მომავალი მაცხოვრებლების ყოველდღიურობაზე პროექტის დაწყების დღიდანვე ზრუნავს. თუ საკენის პროექტს უკვე იცნობთ, გეცოდინებათ, რომ ის 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციას მიყვება და ერთ სივრცეში უყრის თავს საჭირო ობიექტებს. მთავარი პრინციპი დროის ეფექტური განაწილება და ენერგიის დაზოგვაა, რისთვისაც კომპანია ისეთ დეტალებსაც აქცევს დიდ ყურადღებას, რომლებიც ერთი შეხედვით წვრილმანებად შეიძლება მოგეჩვენოთ.

დღეს საკენს უკეთესად გაგაცნობთ და მოგიყვებით, თუ როგორ გადანაწილდება ლიფტები საცხოვრებელ კომპლექსში და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი სწორად დაგეგმარება. 

ლიფტებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევა

პროექტზე მუშაობისას ბიოგრაფი ლივინგის გუნდმა გადაწყვიტა, ლიფტების განლაგებისთვის პროფესიონალებთან გაევლო კონსულტაცია. შევარჩიეთ კომპეტენტური და გამოცდილი კომპანია, რომელსაც ლიფტებთან დაკავშირებით კვლევის ჩატარება მივანდეთ. 

კვლევის შედეგად გვინდოდა, შემდეგ კითხვებზე მიგვეღო პასუხები: 

  • რა არის ლიფტების ოპტიმალური რაოდენობა საკენისთვის? 

  • რა სიჩქარით უნდა მოძრაობდეს ლიფტები?

  • რა გაბარიტების უნდა იყოს ისინი? 

კვლევის ფარგლებში ვეცადეთ, წინასწარ განგვესაზღვრა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ყოველდღიურად ისარგებლებდნენ ლიფტით როგორც საცხოვრებელ სართულებზე, ისე კომერციულსა და საოფისეზე. 

მიღებული შედეგების მიხედვით უკვე ნათელი გახდა, თუ როგორ უნდა გაგვენაწილებინა ლიფტები ისე, რომ საკენის მომავალ მაცხოვრებლებს შეუფერხებლად შეეძლოთ გადაადგილება. 

როგორც უკვე გითხარით, საკენი 15-წუთიანი ქალაქის პრინციპს მიჰყვება, რაც ნიშნავს, რომ ადამიანს საჭირო ობიექტებამდე მისასვლელად სულ 15 წუთი უნდა სჭირდებოდეს. ბიოგრაფის, როგორც ბრენდის ერთ-ერთი ძირეული პრინციპიც ესაა - გავუმარტივოთ ადამიანებს ყოველდღიურობა; გავხადოთ ის უფრო კომფორტული და დროის სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობა შევქმნათ.

დაგვეთანხმებით, ლიფტის ხანგრძლივი ლოდინი და გადაჭედილი სივრცე კი კომფორტის იდეას სცდება. ამიტომაც შევარჩიეთ ლიფტების ის რაოდენობა და ტექნიკური მახასიათებლები, რაც ამ დისკომფორტს ჩვენს მაცხოვრებლებსა და მათ სტუმრებს თავიდან აარიდებდა.

ლიფტების გადანაწილება საცხოვრებელ კომპლექსში

საბოლოოდ, ლიფტების რაოდენობა საკენში ასე გავანაწილეთ: 

10 ლიფტიდან 3 გამოიყო ოფისებისთვის; 2 მოემსახურება კომერციულ სივრცეს; 4 ლიფტი უშუალოდ მაცხოვრებლებისთვის იმოძრავებს, მათგან 2 სახანძროა, რომელიც 1600 კგ. დატვირთვას უძლებს; ბოლო, მეათე ლიფტს კი სატვირთო დანიშნულება აქვს.

ლიფტების ჩვენ მიერ შერჩეულმა რაოდენობამ საშუალება მოგვცა, ისინი დანიშნულების მიხედვით გაგვენაწილებინა და მომავალი მაცხოვრებლების დრო და ენერგია მაქსიმალურად დაგვეზოგა. 

ჩვენ გვჯერა, რომ ისეთი ელემენტარული მომენტებისთვის, როგორიც ლიფტით სარგებლობაა, მცირე დრო უნდა დავხარჯოთ და დროსთან ერთად, განწყობასაც მოვუფრთხილდეთ. მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები დღეს ხშირად დგებიან ამ პრობლემის წინაშე, მათი მაცხოვრებლები კი ყოველდღიურად ლიფტის ლოდინში დახარჯულ დროსა და ენერგიას რთულად ინაზღაურებენ. დეველოპერული კომპანიის, ბიოგრაფი ლივინგის მიზანია, არ ჩამორჩეს ცხოვრების სწრაფ ტემპს და მისცეს საკენის მომავალ მკვიდრებს შესაძლებლობა, ძვირფასი დრო სასარგებლო საქმეებს მოახმარონ.

უკან
ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.