სტატია

როგორ შევარჩიოთ ბინა სართულის, ხედისა და ჰორიზონტის მხარეების მიხედვით?

თანამედროვე ქალაქები საცხოვრებელი კომპლექსებით დროთა განმავლობაში მდიდრდება. თუ თქვენც თანამედროვეობის ნაწილად გსურთ იგრძნოთ თავი და, ამავდროულად, საცხოვრებელ სახლში გინდათ ინვესტირება, მსგავს მოდერნულ კომპლექსში გადასვლაზე გირჩევთ დაფიქრდეთ. იმისთვის კი, რომ თქვენთვის სასურველი და ყველა საჭიროებაზე მორგებული აპარტამენტი შეარჩიოთ, რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ. 

გვესმის, რომ არჩევანის გაკეთება სულაც არაა მარტივი პროცესი, ვინაიდან ბინის შეძენა უმნიშვნელოვანესი ინვესტიციაა. 

ბინის შერჩევის დროს სამი ძირითადი კრიტერიუმია გასათვალისწინებელი: ხედი, ჰორიზონტის მხარე და სართული. ქვევით თითოეულ მათგანს უფრო სიღრმისეულად გაგაცნობთ, რაც სამომავლოდ გადაწყვეტილების მიღებაში აუცილებლად დაგეხმარებათ. 

ხედი

ასეა თუ ისე, ხედი თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვინაიდან ბუნება-განწყობასთან თითქმის პირდაპირაა დაკავშირებული ის, თუ რა ხვდება ჩვენი თვალების ობიექტივში ყოველდღიურად. შესაბამისად, ადამიანები სახლის შერჩევისას ყურადღებით შეისწავლიან ხედს, რომელიც ფანჯრებს მიღმა დახვდებათ. 

ისეთი საცხოვრებელ კომპლექსები, როგორიც დეველოპერული კომპანია ბიოგრაფი ლივინგის პირველი პროექტი საკენია, მდებარეობიდან გამომდინარე ხედების მრავალფეროვნების საშუალებას იძლევა. ასეთ დროს, მთავარი კრიტერიუმი ადამიანის პრეფერენციებია - ხმაურიანი და სიცოცხლით სავსე ქალაქის ხედი სურს თუ შედარებით მშვიდ პეიზაჟს ანიჭებს უპირატესობას. 

ჰორიზონტის მხარე

ჰორიზონტის მხარეს ადამიანები რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით არჩევენ. მათგან პირველი მზის სინათლეს უკავშირდება. მაგალითად, ადამიანთა გარკვეული ნაწილისთვის აღმოსავლეთის მხარეს არსებული ბინა განსაკუთრებით კომფორტულია, ვინაიდან მათთვის სასიამოვნოა ამომავალი მზის სინათლე. ისინი, ვინც დასავლეთის მხარეს ირჩევენ, უპირატესობას ჩამავალი მზის ნათებას ანიჭებენ და ე.წ. ,,ოქროს საათი” მათთვის ხშირად ინტერიერის შემადგენელ ნაწილადაც კი იქცევა ხოლმე. 

ბინები, რომლებიც ჩრდილოეთს უყურებენ, ზაფხულობით ძალიან კომფორტული საცხოვრებელია. მაშინაც კი, როცა ქალაქში ტემპერატურა განსაკუთრებით მაღლა იწევს, ჩრდილოეთის მხარეს არსებული აივნები მაცხოვრებლებისთვის განტვირთვისა და გაგრილების საუკეთესო საშუალებად რჩება. სამაგიეროდ, სამხრეთის ბინები სინათლის მოყვარულთათვის საუკეთესო ვარიანტია. 

სართული

სართული ხშირად ხედსაც განსაზღვრავს. როგორც წესი, ადამიანები უმეტესად მაღალ სართულებს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან რაც უფრო ზევითაა ბინა, მით უფრო ვრცელი და მრავალფეროვანია ხედიც. მაგრამ, ვინაიდან საკენში საცხოვრებელი აპარტამენტები მე-8 სართულიდან იწყება, ისინიც კი, ვინც დაბალ სართულზე გადაწყვეტენ ბინის შერჩევას, ხედით უკმაყოფილო არ დარჩებიან. 

რომელია ყველაზე პოპულარული არჩევანი?

მიუხედავად იმისა, რომ თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ბინის თითოეულ ტიპს, საქართველოში ყველაზე დიდი პოპულარობით სამხრეთ-აღმოსავლეთის მაღალსართულიანი ბინები სარგებლობს. ეს კი შესაძლოა ქართველი ხალხის ბუნებითაც იყოს განპირობებული, რადგან უმეტესობა ჩვენგანი სინათლითა და ენერგიით იმუხტება.

უკან
ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.