სტატია

როგორ უწყობს მატიანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ხელს

დეველოპერული კომპანიის, ,,ბიოგრაფი ლივინგის” ფილოსოფიის ამომავალი წერტილი ადამიანები და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. კომპანიის მიზანია, შექმნას კომფორტული საცხოვრებელი პირობები, ამ მიზნის მისაღწევად კი ბიოგრაფის გუნდი მრავალი მიმართულებით დაუღალავად მუშაობს. 

დღეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია საზოგადოების მიმართ გაღებული უდიდესი კონტრიბუციაა. ბიოგრაფი ლივინგი პირველი პროექტის, საკენის მსგავსად, მატიანის საცხოვრებელი კომპლექსის ფარგლებშიც პირდება მომავალ მაცხოვრებლებს ჯანსაღი ეკოსისტემის შექმნას. 

ჯანსაღი ურბანული გარემო

ისეთ გადატვირთულ ქალაქებში, როგორიც დღეს ჩვენი დედაქალაქია, უდიდესი მნიშვნელობის საქმეა ჯანსაღი ურბანული გარემოს შექმნა. ბიოგრაფი ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს დგამს. პროექტში ინტერიერისა და ექსტერიერის ენერგოეფექტური მასალებია გამოყენებული. ჯანსაღი ურბანული გარემოს და ცხოვრების წესის წახალისების მიზნით, მატიანის საცხოვრებელ კომპლექსში მოეწყობა ეკომეგობრული სატრანსპორტო საშუალებების საპარკინგე სივრცე და ელექტრო ავტომობილებისთვის განკუთვნილი დამტენი მოწყობილობები. ამ გზით, ვქმნით მოტივაციას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებებით. ეს კი საბოლოოდ ჰაერის დაბინძურებას თანდათან შეაჩერებს.

ჯანსაღი ცხოვრების წესი

გარდა ჯანსაღი ურბანული გარემოს შექმნისა, მატიანის საცხოვრებელი კომპლექსი ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაშიც თამაშობს მნიშვნელოვან როლს. იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი გონივრულად არის დაგეგმარებული, კომპლექსის ტერიტორიაზე შესაბამისი ობიექტებია განთავსებული. მაგალითად, მატიანში მომავალ მაცხოვრებლებს დახვდებათ საცურაო აუზი, ესთეტიკური და ფიტნეს ცენტრები, პადელის კორტი და სხვ. 

ბიოგრაფი ლივინგი იზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას და ქმნის ეკოსისტემას, რომელიც ადამიანებისთვის ჯანსაღი, უსაფრთხო და კომფორტულია. 


უკან
ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.