სტატია

ჰისნი: თბილისის კიდევ ერთი უბნის გაცოცხლებული ისტორია

,,ბიოგრაფი ლივინგის” თითოეული პროექტის კონცეფცია კავშირშია მისი ლოკაციის ისტორიულ იდენტობასთან. ჩვენი რიგით მეოთხე, მასშტაბური საცხოვრებელი  კომპლექსი - ,,ჰისნი” თბილისის უძველეს უბანში, ისანში, ისტორიულად გამორჩეულ ადგილას აშენდება. ,,ჰისნის” უნიკალურობას მისი ლოკაცია, ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული გარემო და დახვეწილი დიზაინი განსაზღვრავს. დღევანდელ ბლოგში უფრო დაწვრილებით მოგიყვებით ყველა იმ სიმბოლოზე, რომელიც ,,ჰისნის” ვიზუალურ იდენტობაში ცოცხლდება. 

რა ამბავს ჰყვება ჰისნი

პროექტ ჰისნის ვიზუალურ იდენტობაზე გავლენა შემდეგმა ელემენტებმა იქონია: 

  • სხვადასხვა კულტურის სინთეზი და უძველესი ქართული სიმბოლიკა 

  • სიმწვანე და რეკრეაცია პროექტის ტერიტორიაზე 

  • ტრამვაი-ტროლეიბუსების ავტოპარკის ლოკაცია

    1960-იან წლებში ,,ჰისნის” პროექტის ადგილზე ტრამვაისა და ტროლეიბუსების ავტოპარკი განთავსდა. პირველი ქართული წარმოების ტრამვაის ვაგონი 1959 წელს თბილისში დააპროექტეს. ამ მოდელის სულ ოთხი ვაგონი დამზადდა. ეს იყო მეტად იშვიათი, ინოვაციური კონსტრუქციის მოდელი. ტრამვაები და ტროლეიბუსები იმ დროის თბილისისთვის დამახასიათებელი ტრანსპორტი იყო, შესაბამისად ავტოპარკის ტერიტორია ტრანსპორტის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ამ შთაგონებით შევქმენით პროექტი, რომელიც გვაკავშირებს ქალაქის ისტორიასთან. ,,ჰისნი” თბილისის ძველ უბანს, მის მივიწყებულ ამბებსა და ღირსშესანიშნაობებს აცოცხლებს. თანამედროვე ქალაქის შენების პროცესში ახალი ისტორია იწერება, ხოლო ის, რაც გვახსოვს, ჩვენთან ერთად განაგრძობს არსებობას.

ადგილის ისტორია

,,ჰისნი” მდებარეობს ისანში, ქეთევან დედოფლის #69-ში. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ქუჩა წმინდა დედოფლის, ქეთევანის სახელს ატარებს. წყაროებში ისანი, როგორც უბანი პირველად მეთერთმეტე საუკუნეში გვხვდება. არაბთა ბატონობის ხანაში დასახლება გალავნითა და თხრილით გაუმაგრებიათ და სიმტკიცის გამო არაბულად ,,ჰისნი,” ანუ ,,ისანი” უწოდებიათ, რაც ციხე-სიმაგრეს ნიშნავს. უფრო გვიან შუა საუკუნეებში ეს უბანი მეტეხად იწოდებოდა. კლდეზე, მტკვრის პირას მდებარეობდა მეფის სასახლე, კარის ეკლესია და მეტეხის ტაძარი, რომელიც დღეს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლია. ეპოქის ცვლილებასთან ერთად უბნების სახელწოდებებიც შეიცვალა. მეოცე საუკუნეში, ურბანიზაციის დროს, მეტეხის უბნის თავდაპირველი სახელი - ისანი თანამედროვე ისნის ტერიტორიას ეწოდა. 

მრავალფუნქციური კომპლექსი ტერიტორიულად ადვილად მისადგომ, ხელსაყრელ ადგილას შენდება. ამ უბანში არსებული სტრატეგიული ობიექტების ძირითადი ნაწილი სწორედ ,,ჰისნის” გარშემო იქნება განლაგებული. 

  • მეტრო ისანი

  • ისანი მოლი

  • ქეთევან წამებულის გამზირი

  • მეტრო 300 არაგველი

  • ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტი

  • სამედიცინო დაწესებულებები

  • ძველი თბილისი

  • აეროპორტი

რაც გვახსოვს, ჩვენთან ერთად ცოცხლობს

,,ბიოგრაფი ლივინგის” თითოეულ პროექტს თავისი იდენტობა აქვს.  მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი - ,,ჰისნი” თბილისის კიდევ ერთი უბნის, ისნის ისტორიას გააცოცხლებს. 

უკან
ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.