სტატია

თებერვლის შეთავაზება ბიოგრაფისგან

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი” მომავალ მაცხოვრებლებს კიდევ ერთი შეთავაზებით ანებივრებს. იმისთვის, რომ ქალაქის ორ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენა უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი, კომპანია გადახდის მოქნილ პირობებს სთავაზობს მსურველებს. 

თებერვლის აქცია ბიოგრაფი ლივინგის ორ პროექტზე, ,,საკენსა” და ,,მატიანზე” ვრცელდება. შეთავაზებების შესახებ დეტალურად ქვევით მოგიყვებით.

საკენის თებერვლის აქცია

ბიოგრაფის პირველი პროექტი, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი - საკენი - ვაჟა-ფშაველას გამზირზე შენდება და სამშენებლო სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული. 

საკენში კვ.მ.-ის ღირებულება განსხვავდება ბინის ტიპის, სართულის, ხედის და გადახდის პირობის მიხედვით. თებერვლის აქციის ფარგლებში ბინის შეძენა გადახდის შემდეგი პირობებითაა შესაძლებელი: თებერვალში საკენის ნებისმიერი ბინის შეძენის შემთხვევაში პირველადი შენატანი 0% არის. ბინის ღირებულების 10%-ის განაწილება 24 თვეზეა შესაძლებელი, რაც ნიშნავს, რომ ყოველთვიური შენატანი $700-დან იწყება. 

მატიანის თებერვლის აქცია

მატიანი ბიოგრაფის მეორე ფართომასშტაბიანი პროექტია, რომლის მშენებლობაც წერეთლის გამზირზე მიმდინარეობს. 

მატიანში, ისევე, როგორც საკენში კვადრატულის ღირებულებას ბინის ტიპი, სართული, ხედი და გადახდის პირობები განაპირობებს. თებერვლის სპეციალური შეთავაზება მატიანში ბინის ყიდვას მსურველებს განსაკუთრებული გადახდის პირობებით უმარტივებს: პირობები, როგორც საკენში, 0%-იან პირველად შენატანს და საერთო ღირებულების 24 თვეზე განაწილებას გულისხმობს. ამგვარად, ყოველთვიური შენატანი $480-დან იწყება. 

თებერვლის შეთავაზება საკენისა და მატიანის ბინებზე 29 თებერვლამდე იქნება აქტიური. 

უკან
ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.