აღმოაჩინე შენზე მორგებული ბინის ტიპი საკენში
იმის გათვალისწინებით, რომ ბინის შეძენა უმნიშვნელოვანესი ინვესტიციაა, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვის ხანგრძლივი ფიქრი, მსჯელობა, ვერსიების შედარება, დეტალების შეფასება და აწონ-დაწონა.
თან ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სახლი ადგილია, სადაც თავი ყველაზე უსაფრთხოდ და კომფორტულად უნდა იგრძნოთ. სწორედ ამიტომ ამ სტატიაში გვინდა ვისაუბროთ, საკენში არსებული ბინების ტიპებზე, ერთად განვიხილოთ და შევადაროთ ისინი ერთმანეთს.
საკენის მაცხოვრებელი, ერთი მხრივ, ცოცხალი, სოციალურად აქტიური გარემოს ნაწილი ხდება, თუმცა ამ მოძრავ, განვითარებად ეკოსისტემაში განტვირთვის არაერთი საშუალება მის განკარგულებაში იქნება.
ბინის ტიპები საკენში
ბინის შერჩევის დროს სამი ძირითადი კრიტერიუმია გასათვალისწინებელი: ხედი, ჰორიზონტის მხარე და სართული. არჩევანის გაკეთებაში შეიძლება ჩვენი ბლოგი დაგეხმაროთ. მასში საცხოვრებელი ფართის შეძენასთან დაკავშირებულ სასარგებლო რჩევებს მოვუყარეთ თავი და გაგიზიარეთ.
საკენში ბინის ტიპების სახელებიც აფხაზეთის მდინარეებითა და ღირსშესანიშნაობებით არის შთაგონებული. გაგაცნობთ თითოეულ მათგანს ინდივიდუალური მახასიათებლებით.
მოქვი - სამ საძინებლიანი ბინა
მოქვის ტიპის სამ საძინებლიანი ბინები იდეალურია საშუალო და დიდი ზომის ოჯახებისთვის. სახლის ფართობი 138.77 მ²-ა. თითოეულ საძინებელს აქვს წვდომა ტერასაზე, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება წყნეთისა და ლისის მიმართულებით.

ბინები განლაგებულია კორპუსის ჩრდილო-დასავლეთით. ტერასიდან საღამოობით მზის ჩასვლას შეგიძლიათ უცქიროთ და ლამაზი წუთებით ისიამოვნოთ. განსაკუთრებით, ზაფხულში, როცა ოქროს საათი ყველაზე მომნუსხველია. მოსახერხებელი ადგილმდებარეობის წყალობით, გარეთ, სიგრილეში დაჯდები და ჩამავალი მზის ყურებით დატკბები. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს უსაფრთხოებაზე. საკენის ტერასების მაღალი, დახურული ბარიერები ბავშვებისთვის უსაფრთხოების გარანტიას გაძლევთ.

პროექტის ცენტრალურ ნაწილია საერთო ოთახი, რომელიც თქვენი ოჯახის თავშეყრის ადგილი გახდება. ამ სივრცეში შეგიძლიათ საღამოობით ვახშმის შემდეგ ერთად მოაწყოთ კინოჩვენება, სამაგიდო თამაშებით შეიქციოთ თავი, ან უბრალოდ ოჯახურ გარემოში ისაუბროთ და ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდეთ. საკენის კედლებში სულ მალე ახალი ისტორიები დაიბადება.

ორ საძინებლიანი ბინები საკენში
ხედისა და ბინის ფართობის მიხედვით საკენი სხვადასხვა ტიპის ბინას გთავაზობთ. ორ საძინებლიანი ბინები საუკეთესო ალტერნატივაა საშუალო ზომის ოჯახებისთვის.
ანაკოფია
123.84 მ² ფართობის მქონე ბინა საკენის აღმოსავლეთ ფრთაშია მოქცეული, რაც ნიშნავს, რომ ყოველ დილით მზის ამოსვლასთან ერთად განახლებული ენერგიით გაიღვიძებთ. როგორც იცით, დილის მზე შესანიშნავია, როგორც განწყობისთვის, ისე ჯანმრთელობისთვის.

ანაკოფიის თითოეულ საძინებელს აქვს ინდივიდუალური სველი წერტილი. 38.17 კვადრატული მეტრის ტერასიდან შეგიძლიათ მთაწმინდისა და ლისის ხედებით დატკბეთ.
რიწა
რიწის ტიპის ბინებიდან, რომლებიც ანაკოფიის მსგავსად, აგრეთვე შენობის აღმოსავლეთ ნაწილშია განლაგებული, მთაწმინდისა და ვაჟა ფშაველას მიმართულებით იშლება ხედი. მათი ფართობი 105.21 მ²-ა. კორპუსის აღმოსავლეთი ნაწილი დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვინაიდან ჩვენს მაცხოვრებლებს სურთ დილა მზის ამოსვლასთან ერთად პოზიტიური განწყობით დაიწყონ. თქვენი სახლის კედლებს კი დილიდან საღამომდე მზის სხივები გაათბობს.

მიუსერა
რაც შეეხება მიუსერას ტიპის სახლებს, ისინი საკენის დასავლეთ ნაწილშია განთავსებული. მათი ფართობი 109.15 მ²-ა. ტერასა უყურებს ვაჟა ფშაველას გამზირსა და წყნეთს. თუ ადრე ადგომა არ გიყვართ და დილის მზის შეგებებას ჩამავალის ყურებას ამჯობინებთ, დასავლეთის ფრთის ბინები სწორედ თქვენთვისაა.

ორ საძინებლიანი ტიპის ბინებში ყველას საკუთარი პირადი სივრცე აქვს გამოყოფილი, რაც მათ კიდევ უფრო მყუდროსა და კომფორტულს ხდის.
ერთ საძინებლიანი ბინების არჩევანი
თუკი თქვენი სურვილი დამოუკიდებლად ცხოვრებაა, ან საყვარელ ადამიანთან ერთად გსურთ საცხოვრებელი სივრცის გაზიარება, ბიოგრაფი ლივინგ გთავაზობთ ერთ საძინებლიანი ბინების მრავალფეროვან არჩევანს. ანარია, ბესლეთი, ბზიფი, რეპრუა, ბავიუ, კრუბერა, გაგრიფში, ფსოუ და კელასური - ეს სწორედ იმ ბინის ტიპების ჩამონათვალია, რომელსაც საკენში შეხვდებით.
ბინების ფართობი 55.58 მ²-დან 66.86 მ²-მდე მერყეობს. თითოეულ მათგანს აქვს ტერასა, საიდანაც უმშვენიერესი ხედები იშლება ლისის, მთაწმინდისა და ვაჟა ფშაველას გამზირის მიმართულებით. საკენის ტერასები არა მხოლოდ გარემოსთან კავშირის საშუალებაა, არამედ უზრუნველყოფს შიდა სივრცეების საუკეთესო ვენტილაციასა და განათებასაც.
ბინა მოიცავს საძინებელს, საერთო სივრცეს, ჰოლსა და სველ წერტილს. ოთახები ერთმანეთს კომფორტულად, პრაქტიკული დანიშნულების მიხედვით უკავშირდება. აპარტამენტებში ინოვაცია ხვდება კომფორტს, ჭკვიანი ფუნქციებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი სისტემები ორგანულად ერწყმის ერთმანეთს.
შეჯამება
საკენი გამორჩეული მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მომხმარებელს სრულიად ახალ და მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს. ეს არის გონივრულად დაგეგმარებული სივრცე, სადაც ყველა დეტალი კომფორტულ და მოხერხებულ ცხოვრების სტილზეა გათვლილი.
საკენის ბინები განსხვავებული საჭიროებების, სურვილისა და ხასიათის მქონე ადამიანებზეა მორგებული. სწორედ ეს ადამიანები შექმნიან თანამედროვე ქალაქში მრავალფეროვან, ჯანსაღ და დინამიკურ ეკოსისტემას.