სტატია

,,ბიოგრაფი ლივინგის” ახალი კამპანია - მოირგე დრო

ბიოგრაფის პროექტები მორგებულია 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციას. ჩვენი მრავალფუნქციური კომპლექსები ისეა მოწყობილი, რომ ყოველდღიური საჭიროებებისა და სერვისების უმეტესობა სულ რამდენიმე წუთის სავალზეა. იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე სამყაროში საათის ისრებმა უფრო სწრაფად დაიწყო მოძრაობა, ბიოგრაფის მაცხოვრებელს არსად ეჩქარება. ჰისნის, მატიანის შანტანის და საკენის კედლებში დრო სხვანაირად გადის. აქ დანიშნულების ადგილას მისასვლელად საცობში ან რიგში დგომაში წუთებს ამაოდ არ დაკარგავ. ბიოგრაფში დრო ფორმას იცვლის და შენ გერგება. 

მოირგე დრო

დროის შეგრძნება ცვალებადია. როცა იცი, რომ არ გეჩქარება, დრო შენზე ხდება დამოკიდებული და სხვანაირად გადის. ,,მოირგე დრო” - ბიოგრაფის ახალი კამპანიაა. მისი ინსპირაციის წყარო 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციაა, რომელსაც ჩვენი პროექტები მიჰყვება. დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი” ქალაქის სხვადასხვა წერტილში ქმნის ობიექტებს, რომლებიც სულ მალე უბნების მთავარ მიზიდულობის ცენტრებად იქცევა. ჩვენი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები სტრატეგიულ ლოკაციებზეა გადანაწილებული. ეს ხელს უწყობს თბილისის დეცენტრალიზაციას და მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს სასურველი მომსახურება სახლიდან სულ რამდენიმე მეტრში მიიღონ. ბიოგრაფი ლივინგის მიზანია სავაჭრო ცენტრები, აფთიაქები, სამედიცინო დაწესებულებები, კაფე-ბარები, სავარჯიშო დარბაზები ყველა უბნისთვის იყოს მარტივად ხელმისაწვდომი და ამისთვის შორ გზაზე გადაადგილება აღარ დაგჭირდეთ.

ჰისნის, საკენის, შანტანის კედლებში, შენ არათუ მიჰყვები დროს, არამედ, თავად ირგებ მას. არსად გეჩქარება, რადგან იცი, ისედაც ყველაფერს მოასწრებ. საყიდლებზე გინდა გასვლა? შენობის დატოვება არც მოგიწევს, ისე გაივლი სავაჭრო ცენტრში. თუკი ლანჩზე ან ვახშმად რესტორანში ვიზიტს მოისურვებ, აქვეა კაფე-რესტორნები, სადაც სასიამოვნოდ შეძლებ დროის გატარებას. ეს არის ის, რაც ჩვენს მაცხოვრებლებს აკავშირებთ. ისინი სხვადასხვა სივრცეში, თუმცა დროის ერთსა და იმავე განზომილებაში ცხოვრობენ. მათ დინამიკური გარემო აერთიანებთ და ეს ერთიანობა ქმნის ახალი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობას. ამ ფუფუნებას გთავაზობს 15-წუთიანი ქალაქის კონცეფცია. ბიოგრაფის ეკოსისტემა ცოცხალი, მოძრავი, პროგრესული და ადამიანზე ორიენტირებულია. აქ თავად იღებ კონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე და მართავ მას. 

უკან
ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.