ავსტრალიელი ჩოგბურთელი მაქს პერსელი საკენში სახლის მფლობელი გახდა

ავსტრალიელი ჩოგბურთელი, ყველაზე პრესტიჟული გრანდ სლემის ,,უიმბლდონი” 2022-ის წყვილთა თანრიგის გამარჯვებული, მაქს უილიამ პერსელი საკენში სახლის მფლობელი გახდა.
მაქსი საქართველოს გასული წლის ბოლოს პირველად ეწვია. ქვეყნის კულტურითა და პოტენციალით მოხიბლულმა ინვესტიციისთვის ბინის ძიება დაიწყო.
პერსელი საკენის პროექტის დიზაინმა და კონცეფციამ მოხიბლა: ,,საქართველოს სილამაზისა და სამომავლო პერსპექტივის შესახებ მეგობარმა მითხრა. მეც გასული წლის დასასრულს ვეწვიე ამ მშვენიერ მხარეს და მალევე შემიყვარდა. საკენის პროექტი ფენომენალურია. დიზაინი სრულიად ემთხვევა ჩემს გემოვნებას. განსაკუთრებით, აქ პადელის ხილვამ მიიქცია ჩემი ყურადღება. დარწმუნებული ვარ, ინვესტიციისთვის სწორი არჩევანი გავაკეთე.
აზიასა და ევროპას შორის მოქცეული საქართველო ჩემი პროფესიისთვის იდეალური ადგილია. დოჰაში ან დუბაიში პირდაპირი რეისით გავფრინდები, საიდანაც ნებისმიერ ქვეყანაში გამგზავრებას მალევე შევძლებ.“