სტატია

როგორ აგვარებს 15-წუთიანი ქალაქის კონცეფცია თბილისის ეკოლოგიურ პრობლემებს?

დიდი ქალაქების უმეტესობა დღეს სხვადასხვა ურბანული გამოწვევის წინაშე დგას. ხშირად პრობლემების დიდი ნაწილი ერთი მარტივი მიზეზის ირგვლის ერთიანდება. დღევანდელი ცხოვრების ტემპიდან გამომიდინარე, ადამიანების უმეტესობას უწევს ქალაქის სხვადასხვა ადგილას მიიღოს მისთვის საჭირო სერვისი. სწორედ ამ პრობლემების საპასუხოდ, დეველოპერულმა კომპანიამ „ბიოგრაფი ლივინგი“ მიზნად დაისახა, თავისი პროექტები  „15-წუთიანი ქალაქის“ კონცეფციის ირგვლივ გაეერთიანებინა. 

რას გულისხმობს 15-წუთიანი ქალაქის კონცეფცია?

15-წუთიანი ქალაქი მაცხოვრებლებს უფრო ცოცხალ, ჯანსაღ და კომფორტულ პირობებს სთავაზობს. კონცეფციის იდეა საკმაოდ მარტივია: დავაგეგმაროთ ქალაქები ისე, რომ ყოველდღიური საჭიროებებისა და სერვისების უმეტესობა მაქსიმუმ 15 წუთის სავალზე განთავსდეს. ამ მაგალითს უკვე იზიარებენ მსოფლიოს წამყვანი ქალაქები, როგორებიცაა  პარიზი, ბარსელონა, მელბურნი. ანალოგიური მოდელის დანერგვას ,,ბიოგრაფი ლივინგი” თბილისშიც გეგმავს. ამ კონცეფციას მიჰყვება ჩვენი თითოეული პროექტი - საკენი; მატიანი; შანტანი და ჰისნი. 

როგორ ჭრის ურბანულ პრობლემებს 15-წუთიანი ქალაქის კონცეფცია 

თბილისის ეკოლოგიური პრობლემები მეტწილად მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდით არის გამოწვეული.  საჭირო დაწესებულებების ქალაქში არაეფექტურად განაწილება - ამ სირთულეების ძირითადი მიზეზია. 15 წუთიანი ქალაქის კონცეფციის მთავარი მიზანი დეცენტრალიზაცია და ქალაქის განტვირთვაა. 

ბიოგრაფის მრავალფუნქციურ კომპლექსებში მცხოვრებლებს სასურველი მომსახურების მისაღებად შენობის დატოვება და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წასვლა აღარ მოუწევთ. მათთვის სავაჭრო ცენტრები, აფთიაქები, სამედიცინო დაწესებულებები, კაფე-ბარები, სავარჯიშო დარბაზები პროექტში ან მაქსიმუმ 15 წუთის სავალზე იქნება. ეს ხსნის ტრანსპორტის გამოყენების საჭიროებას. შედეგად შემცირდება გამონაბოლქვის რაოდენობა და ჰაერის დაბინძურების დონე.

ბიოგრაფის ინოვაციური მიდგომები თანამედროვე ქალაქის განაშენიანებისთვის

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი” ზრუნავს დედაქალაქის მაცხოვრებლებზე და ინოვაციური მიდგომებით ცდილობს ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას. 15-წუთიანი ქალაქი ამის ილუსტრაციაა. თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, ვცდილობთ შევქმნათ დინამიკური, სოციალური და ცოცხალი გარემო, სადაც მეტი თავისუფალი დრო და მეტი ჯანსაღი ცხოვრების წესია. 


15-წუთიანი ქალაქის კონცეფცია ხელს უწყობს ქალაქში მობილობის გაუმჯობესებას, მანქანების რაოდენობისა და გამონაბოლქვის შემცირებას, დედაქალაქის დეცენტრალიზაციას. ამას გარდა, კომპლექსებში გაშენებული პარკები და გამწვანებული ზონები ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ქმნის მთელი ქალაქის მასშტაბით. ბიოგრაფის მიერ განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს ქალაქის საერთო კეთილდღეობასა და წარმატებას. 

უკან
ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.