მატიანის ისტორია

მატიანის ისტორიული რაკურსი

ბიოგრაფი განაგრძობს ადგილის ისტორიების გაცოცხლებას, ახლა უკვე მეორე გამორჩეული პროექტით - მატიანი.

პროექტის სახელი სწორედ ადგილის ისტორიით არის შთაგონებული.

მატიანი - იგივე მემატიანე, სივრცე, ადგილი, ადამიანი, რომელიც აღწერს დროის მსვლელობას - ისტორიებს.



ამ მიდამოების უძველესი სახელწოდება ადრეულ შუა საუკუნეებში მოხსენიებულია, როგორც „ცხენის ტერფი“ (V ს.). უბანი, სახელწოდებით დიდუბე XI-XII საუკუნეების წყაროებში ჩნდება და ნიშნავს დიდ უბეს, ვაკეს, დაბლობ ადგილს.

განსაკუთრებული დატვირთვა ამ ადგილმა მიიღო მეფე თამარის ეპოქაში.

ქართლის ცხოვრების თანახმად, დიდუბეში იყო მეფის საზაფხულო რეზიდენცია, სადაც იზრდებოდა და ემზადებოდა საქართველოს ტახტისთვის. სწორედ აქ, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში იქორწინა მეფეთა-მეფე თამარმა დავით-სოსლანზე და შესწირა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი.



დიდუბეს უკავშირდება პირველი ოფიციალური შეჯიბრი დოღში 1848 წელს და პირველი იპოდრომის მშენებლობა, რომლის საჯინიბოების რეკოსტრუირებული შენობა დღესაც დიდუბეში მდებარეობს, როგორც ისტორიის ნაწილი.

დიდუბე გამოირჩევა იმითაც, რომ XIX საუკუნეში ეზიარა ევროპულ არქიტექტურას და კულტურას. გერმანელთა დასახლება, რომელიც ალექსანდერდორფის სახელით შემორჩა ისტორიას.

მდიდარ ისტორიას აგრძელებს პროექტი მატიანი - თანამედროვე მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც აცოცხლებს ადგილის ქრონიკებს და საფუძველს უყრის ახალი ტიპის ეკო-სისტემას დედაქალაქის უძველეს უბანში.

პროექტ მატიანის, როგორც ბრენდის ვიზუალურ იდენტობას საფუძვლად უდევს მეფე თამარის ეპოქა, ოქროს ხანა და ადრეული რენესანსის, მსოფლიო მასშტაბის ქმნილება - ვეფხისტყაოსანი.

პროექტის ლოგოტიპში გამოყენებულია ორნამენტები:

ცხენი - ეროვნულ მუზეუმში დაცული ქართული ცხენი მტკვარ-არაქსის კულტურიდან;

თაღი  - ევროპული არქიტექტურის სიმბოლო – უკავშირდება ქართულ-გერმანულ  ურთიერთობებს;

გვირგვინოსანი ვეფხვი - სიმბოლო ვეფხისტაოსნისა და, ზოგადად, თამარის ეპოქისა.

პროექტ მატიანში საცხოვრებელი ბინებისთვის გამოყენებულია სახელწოდებები, თითოეული მათგანი წარმოადგენს ვეფხისტყაოსანში არსებულ უნიკალურ სიტყვას.


ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.