ლოკაციის ისტორია

ბიოგრაფი აცოცხლებს ისტორიებს ის რაც გვახსოვს, ჩვენთან ერთად ცოცხლობს

ქეთევან დედოფლის გამზირი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გამზირია, რომელიც თბილისსა და კახეთს შორის მაკავშირებელ ისტორიულ გზას მისდევს. გამზირი წმინდანად შერაცხული ქართველი დედოფილის, ქეთევანის სახელს ატარებს.



ისანი - ისტორიული უბანია თბილისში, წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI ს-ში. VIII-IX საუკუნეებში, არაბთა ბატონობის ხანაში, უბანი ქვიტკირის გალავნითა და თხრილით გაამაგრეს და სიმტკიცის გამო არაბულად „ჰისნი“ - ისანი (ციხესიმაგრე) უწოდეს. XII-XIII საუკუნეებში ისანში კლდეზე, მტკვრის პირას მდებარეობდა მეფის სასახლე, კარის ეკლესია და მეტეხის ტაძარი. გვიანდელ შუა საუკუნეებში ისნის უბანი მეტეხად იწოდებოდა.



1830-იან წლებში ნავთლუღის მიმდებარედ აშენდა სამხედრო ჰოსპიტალი, თბილისი–ბაქოს რკინიგზა და ნავთლუღის სადგური. აქ აღმოცენდა რკინიგზელების დასახლება.

1960-იან წლებში სამშენებლო პროექტის ტერიტორია ე.წ. ტრამვაი-ტროლეიბუსების ავტოპარკს ეკავა. ქართული წარმოების ტრამვაის ვაგონი 1959 წ. თბილისში დააპროექტეს და სულ ამ მოდელის 4 ვაგონი გამოვიდა. ეს იყო იმ დროისთვის მეტად იშვიათი, ინოვაციური კონსტრუქციის ტრამვაის ვაგონი.

 


მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ,,ჰისნი“ თბილისის უძველეს უბანში, ისანში, ქეთევან დედოფლის #69-ში მდებარეობს.

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.