შანტანის ისტორიული რაკურსი

ბიოგრაფი ლივინგი აცოცხლებს ისტორიებს
ის რაც გვახსოვს, ჩვენთან ერთად ცოცხლობს
შანტანს ისტორიულად მნიშვნელოვანი მდებარეობა აქვს. ის მუშთაიდის პარკის წინ, ასევე აბრეშუმის მუზეუმის და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის მახლობლად მდებარეობს.
პროექტის სახელი სწორედ ადგილის ისტორიით არის შთაგონებული. შანტანი - მომღერალი კაფე, რომელიც მუშთაიდის ბაღში მდებარეობდა.
მუშთაიდი თბილისის უძველესი ბაღია, რომელიც 1830-იან წლებში გაშენდა და 5 ჰა ფართობს იკავებდა. მუშთაიდის ბაღში, უმთავრესად, სწორედ ევროპულ სინამდვილეს ნაზიარები და მაძიებელი საზოგადოება იყრიდა თავს. აქ მრავალი გასართობი და თავშესაქცევი იყო: რესტორანი, ბუფეტი, პავილიონი, საზაფხულო თეატრი. ბაღში იმართებოდა კონცერტები და ეწყობოდა გამოფენები. 1882 წელს ამიერკავკასიაში პირველი საჰაერო ბურთი მუშთაიდიდან აფრინდა. 1935 წელს გაიხსნა მუშთაიდის ცნობილი საბავშვო რკინიგზა, რომელიც უნიკალურია თავისი დაარსების ისტორიით - ის მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზაა.
ლეგენდის თანახმად, სწორედ მუშთაიდის ბაღის სცენაზე, კაფე შანტანში მოღვაწეობდა აქტრისა მარგარიტა, რომელიც ნიკო ფიროსმანს სამუდამოდ შეყვარებია. ამბობენ, თბილისში ერთ დილას ურმების გრძელი ქარავანი გამოჩნდა. ნიკალას მისი პატარა დუქანი გაუყიდია და იმ ფულით ქალაქში გასაყიდი ყველა ყვავილი უყიდია, 9 ურმით დატვირთული მიდიოდა ქალთან, რომელსაც გასტროლებზე ჩამოსულს, სცენაზე, თავისი საოცარი ცეკვით, ნამდვილი ცეცხლი დაენთო. ღარიბი ნიკალას სიყვარული კი იმთავითვე განწირული და უიღბლო იყო. ერთ დღეს კი მარგარიტასთან მისულ ნიკალას დახვდა ბარათი, რომლითაც პარიზში გამგზავრებული აქტრისა მას სამუდამოდ ემშვიდობებოდა.
პროექტის ლოგოტიპში გამოყენებულია სიმბოლოები
· ვარდი - ფიროსმანის ვარდები მარგარიტასთვის
· საბავშვო მატარებელი მუშთაიდის პარკში
· დინამო არენა
უკან
