ბარეს ისტორია

ბარეს ისტორიული რაკურსი


ბიოგრაფი  აცოცხლებს  ისტორიებს 

ის რაც გვახსოვს,ჩვენთან ერთად ცოცხლობს. 

 

ავლაბარი - თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია, რომელიც მდებარეობს რიყეს, ჩუღურეთს, ელიასა და ნავთლუღს შორის. Სიტყვა „ავლაბარი“ XIV საუკუნეში დამკვიდრდა. ავლაბრის მთავარი უბნები იყო სოღდებილი და მეტეხი. XVIII საუკუნეში ავლაბარი ორი გალავნით იყო გარშემორტყმული. კალა-თბილისსა და ავლაბარს შუა მტკვარზე უძველესი დროიდან გადებული იყო მეტეხის ანუ ავლაბრის ხიდი. ნიკო ლომოურის ქუჩა თბილისში XIX საუკუნიდან მდებარეობს. ქედის შესახვევიდან კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩამდე. 1923 წელს ნიკო ლომოურის სახელი ეწოდა.
   


სიტყვა ,,ბარე’’ ნიშნავს სანგარს, ზღუდეს, გალავანს.მაშასადამე, სახელწოდება ,,ავლაბარი’’ გალავნის იქითა მიდამოს, გარეუბანს ნიშნავს. 1828 წელს ავლაბრის მოედანი იხსენიება, როგორც კახეთის მოედანი, რადგან ამ გზით მოდიოდა ღვინო კახეთიდან თბილისში.  მატერიალური კულტურის ძეგლთაგან ავლაბარში შემორჩენილია Სასახლე ,,საჩინო”, რომელიც XVIII საუკუნის 70-იან წლებში დედოფალმა დარეჯანმა ავლაბრის გალავნის ერთ-ერთ ბურჯთან ააშენა. ასევე, დღემდე შემორჩენილია ფორაქიშვილის დარბაზი, რომელიც ძველი თბილისის ტრადიციულ საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს.
 

 

 


ბარე - პროექტი, რომელიც იქმნება პროგრესის  აუცილებლობისა და ახალი სიცოცხლის იდეით. 

 პროექტის ლოგოტიპში გამოყენებულია სიმბოლოები:          Მოაჯირი - დარეჯან დედოფლის სასახლის სააჩინოს აივნის დეტალი           გალავანი - XVIII  საუკუნეში მთელ ავლაბარს გარს ერტყა გალავანი           ღვინის დოქი - ავლაბრის მოედანი მოიხსენიება, როგორც კახეთის მოედანი   

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.