საკენის ისტორიული რაკურსი
ბიოგრაფი აცოცხლებს ისტორიებს.
ის რაც გვახსოვს, ჩვენთან ერთად ცოცხლობს.
სწორედ ასეთი დასამახსოვრებელი ადგილია ვაჟა ფშაველას #25, სადაც მდებარეობდა სასტუმრო აფხაზეთი, თბილისისა და სოხუმის განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობის სიმბოლო. სასტუმრო აფხაზეთის ზუსტი ასლი ამშვენებდა სოხუმის ცენტრალურ გამზირს, სახელწოდებით სასტუმრო თბილისი, როგორც არქიტექტურული იდენტობა, კავშირი ორ ქალაქს შორის.
ახალი ხედვით, ახალი სიცოცხლით ბიოგრაფი წარადგენს თავის პირველ და გამორჩეულ პროექტ საკენს - ვაჟა ფშაველას გამზირზე.
საკენი, სიმბოლურად აცოცხლებს მდინარე საკენის ჟღერადობას, რომელიც მიედინება აფხაზეთში. საკენი ინარჩუნებს ღირებულებებს და სრულიად ახალ კონტექსტში აცოცხლებს პროექტის ვიზუალს. ლოგოში გამოყენებული გრაფიკული სიმბოლოები: შავი ზღვის ტალღები, სოხუმის ცნობილი შადრევნის მშვენება გრიფონი და მეგობრობის ხელი ფასეულობათა შენარჩუნების ერთგვარი სიმბოლოა.

საკენი - პროექტი, რომელიც იქმნება პროგრესის აუცილებლობისა და ახალი სიცოცხლის იდეით.
უკან
