ლოკაციის ისტორია
ბიოგრაფი აცოცხლებს ისტორიებს
ის რაც გვახსოვს,ჩვენთან ერთად ცოცხლობს.
ავლაბარი - თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია, რომელიც მდებარეობს რიყეს, ჩუღურეთს, ელიასა და ნავთლუღს შორის. Სიტყვა „ავლაბარი“ XIV საუკუნეში დამკვიდრდა. ავლაბრის მთავარი უბნები იყო სოღდებილი და მეტეხი. XVIII საუკუნეში ავლაბარი ორი გალავნით იყო გარშემორტყმული. კალა-თბილისსა და ავლაბარს შუა მტკვარზე უძველესი დროიდან გადებული იყო მეტეხის ანუ ავლაბრის ხიდი. ნიკო ლომოურის ქუჩა თბილისში XIX საუკუნიდან მდებარეობს. ქედის შესახვევიდან კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩამდე. 1923 წელს ნიკო ლომოურის სახელი ეწოდა.
სიტყვა ,,ბარე’’ ნიშნავს სანგარს, ზღუდეს, გალავანს.მაშასადამე, სახელწოდება ,,ავლაბარი’’ გალავნის იქითა მიდამოს, გარეუბანს ნიშნავს. 1828 წელს ავლაბრის მოედანი იხსენიება, როგორც კახეთის მოედანი, რადგან ამ გზით მოდიოდა ღვინო კახეთიდან თბილისში. მატერიალური კულტურის ძეგლთაგან ავლაბარში შემორჩენილია Სასახლე ,,საჩინო”, რომელიც XVIII საუკუნის 70-იან წლებში დედოფალმა დარეჯანმა ავლაბრის გალავნის ერთ-ერთ ბურჯთან ააშენა. ასევე, დღემდე შემორჩენილია ფორაქიშვილის დარბაზი, რომელიც ძველი თბილისის ტრადიციულ საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს.
ბარე - პროექტი, რომელიც იქმნება პროგრესის აუცილებლობისა და ახალი სიცოცხლის იდეით.
პროექტის ლოგოტიპში გამოყენებულია სიმბოლოები: Მოაჯირი - დარეჯან დედოფლის სასახლის სააჩინოს აივნის დეტალი გალავანი - XVIII საუკუნეში მთელ ავლაბარს გარს ერტყა გალავანი ღვინის დოქი - ავლაბრის მოედანი მოიხსენიება, როგორც კახეთის მოედანი
საფასადე მასალა
ბარე გამორჩეული და დახვეწილი პროექტია, რაშიც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საფასადე მასალას.ფასადის მოპირკეთებაში გამოყენებულია მაღალი ხარისხის ბუნებრივი მასალები, რაც უზრუნველყოფს, როგორც გამძლეობას, ასევე, ესთეტიკას და ჰარმონიულად ერწყმის ისტორიულ არქიტექტურულ სტილს.პირველ სართულზე გამოყენებულია ბუნებრივი გრანიტი, რომელიც გამოირჩევა მაღალი მდგრადობით ტენიანობის და მექანიკური ზემოქმედების მიმართ, რაც იდეალურია ინტენსიური გამოყენების ზონებისთვის.შენობის საცხოვრებელი ნაწილი მოპირკეთებულია ბუნებრივი აგურით, რომელიც უზრუნველყოფს ოპტიმალურ თბოიზოლაციას და ქმნის ვიზუალურად მყუდრო და კლასიკურ იერსახეს.
Სამშენებლო მასალები
ბარეში გამოიყენება უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა სტანდარტი. პროექტში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საიზოლაციო მასალებს. სივრცეების სრულად აღჭურვა შესაბამისი თბოიზოლაციისა თუ ხმის იზოლაციის სისტემებით უზრუნველყოფს არა მარტო სიმყუდროვის შენარჩუნებას, არამედ აუმჯობესებს პროდუქტიულობას, ფოკუსირებას, ხელს უწყობს უფრო მშვიდი და პრივატული გარემოს შექმნას.
ჩვენ ვთანამშრომლობთ წამყვან კომპანიებთან:
Meinhardt საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი - ზოგადი საინჟინრო უსაფრთხოება
Acustico - აკუსტიკური დაგეგმარება და ნორმების დაცვა
ჩაბარების ვადა და პირობები
ბარეში თქვენზე მორგებული, მოქნილიგადახდის პირობებია:
შიდა განვადება პირველადი შენატანის გარეშე
ფასდაკლება ერთიანი გადახდის შემთხვევაში
მშენებლობის დასრულება - 2027 წელი
ბინის ჩაბარების კონდიცია - მწვანე კარკასი
უკან
